აზოტბაქტერი
იერსახე
აზოტბაქტერი (ლათ. Azotobacter) — თავისუფლად მცხოვრები ბაქტერიების გვარი. აზოტბაქტერი ითვისებს ჰაერის თავისუფალ აზოტს და თავისი უჯრედის ცილად გარდაქმნის. პირველად აღწერა მ. ბეიერინკმა (1901), რომელმაც ბაღის ნიადაგიდან გამოყო A. chroococcum და არხის წყლიდან — A. agile. აზოტობაქტერი 4–7 მკმ სიგრძის, შოლტიანი, მოძრავი ჩხირია. გავრცელებულია სხვადასხვა ზონის გაკულტურებულ ნიადაგებში. აზოტობაქტერისაგან დამზადებულ აზოტბაქტერინს (აზოტოგენს) იყენებენ სასუქად.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 216.