ცილები
ცილები ან პროტეინები — მაღალმოლეკულური ბუნებრივი ორგანული ნაერთები, რომლებიც ამინომჟავებისაგანაა აშენებული. ცილები ცხიმებთან, ნახშირწყლებთან და ნუკლეინის მჟავებთან ერთად ცოცხალ არსებათა შემადგენელი აუცილებელი ქიმიური კომპონენტებია და მეტად მრავალგვარი ბიოლოგიური დანიშნულება აქვთ.
ცილის ტიპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მემბრანაში ლოკალიზაციის მიხედვით ცილების ორ ჯგუფს არჩევენ. ესენია:
მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ცილები ერთმანეთისგან არა მხოლოდ განლაგებითა და აგებულებით, არამედ ფუნქციითაც განსხვავდებიან.არჩევენ ტრანსპორტულ ცილებს, რეცეპტორულ ცილებს, ეფექტორულ ცილებს და სხვა.
ცილების კლასიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცილის სინთეზისთვის გამოიყენება 20 ტიპის ამინომჟავა, რომლებიც პეპტიდური ბმით უკავშირდებიან ერთმანეთს. თითოეულ ცილაში შეიძლება ათასობით ამინომჟავა იყოს წარმოდგენილი. განასხვავებენ მარტივ და რთულ ცილებს. მარტივი ცილები მხოლოდ ამინომჟვებისგან შედგებიან.
მარტივი ცილებია- პროტეინები, ალბუმინები, ფუძეცილები, გლუტელინები, პროლამინები, პროტეინოიდები. რთულ ცილებში ამინომჟავების გარდა სხვა ნაერთებიცაა ჩართული.
რთული ცილებია- პროტეიდები: ლიპოპროტეინები, პროტეოლიპიდები, ფოსფორპროტეინები, გლიკოპროტეინები, პროტეოგლიკანები.
ცილის სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცილის მოლეკულები აშენებენ უჯრედის ყველა ორგანოიდს.
კუმშვადი ცილები უზრუნველყოფენ მოძრაობას.
ცილა ფერმენტები აჩქარებენ ქიმიურ რეაქციებს. ცილა-ფერმენტების წყალობით, რომლებიც ნივთიერებათა გარდაქმნებს აჩქარებენ ჩვენს ორგანიზმში რეაქციები ძალიან სწრაფად , წარიერად მიმდინარეობს. ფერმენტები სპეციფიკური მოქმედებით გამოირჩევიან . ყოველი ფერმენტი მხოლოდ გარკვეული ნივთიერების გარდაქმნას უწყობს ხელს.
გარდასაქმნელ ნივთიერებას სუბსტრატი ჰქვია , ის ფერმენტის უბანს აქტიურ ცენტრს უკავშირდება. სუბსტრატი ფორმით და ზომით ზუსტად ემთხვევა ფერმენტის აქტიურ ცენტრს ფიქსირდება და ფერმენტი მას სხვა ნივთიერებად- პროდუქტად გარდაქმნის, რომელიც მაშინვე ტოვებს ფერმენტის მოლეკულას. ფერმენტი ბიოკატალიზატორია , მას შეუძლია მილიონობი��� სუბსტრატის გარდაქმნა.
ზოგიერთ ფერმენტი რეაქციის დასაჩქარებლად დამხმარე ნივთიერებას - კოფაქტორს - საჭიროებს. ისინი დაბალმოლეკულიანი არაცილოვანი მოლეკულები არიან . მაგალითად: Zn, Mg , Mn , Cu -- ეს ატომები მრავალი ფერმენტის კოფაქტორები არიან .
არსებობენ ნივთიერებები რომლებიც ხელს უშლიან ფერმენტებს და ბლოკავენ მათ მოქმედებას . მათ ინჰიბიტორები ეწოდებათ. ისინი იმიტირებენ სუბსტრატს და ატყუებენ ფერმენტს , იკავებენ აქტიურ ცენტრს და ფერმენტში გარდაქმნები წყდება. რადგან ინჰიბიტორი არ გარდაიქმნება , ხოლო სუბსტრატი მიუწვდომელია ფერმენტისთვის რადგან აქტიური ცენტრი ინჰიბიტორის მიერაა დაკავებული. ასეთ ინჰიბიტორებს კონკურენტული ინჰიბიტორები ჰქვია.
არსებობენ არაკონკურენტული ინჰიბიტორები. ისინი არ იკავებენ აქტიურ ცენტრს, თუმცა ფერმენტთან დაკავშირებისას ამახინჯებენ მას (აქტიურ ცენტრს ) და სუბსტრატი ვეღარ ერგება მას . ამ შემთხვევაშიც წყდება გარდაქმნები.
მიუხედავად ამისა ინჰიბიტორებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ . ისინი უჯრედში ქიმიურ რეაქციებს აკონტროლებენ . როდესაც ფერმენტების მიერ გამოყოფილი ნივთიერება ჭარბად დაგროვდება და აღარ საჭიროებს მეტის გამოყოფას ამ დროს ინჰიბიტორები ასრულებენ თავის როლს . მანამ სანამ კვლავ არ დარეგულირდება ნივთიერებათა ცვლა და არ გახდება საჭირო ფერმენტის გააქტიურება .
თუმცა არსებობენ ნივთიერებები : Hg , Ag , As .. რომელებიც უკავშირდებიან ფერმენტს უმიზეზოდ და საბოლოოდ გადააგვარებენ მას .
ინჰიბიტორებს იყენებენ დაავადებების სამკურნალოდაც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰისტოლოგია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2008 წელი.
- Branden C, Tooze J (1999). Introduction to Protein Structure. New York: Garland Pub. ISBN 0-8153-2305-0.
- Murray RF, Harper HW, Granner DK, Mayes PA, Rodwell VW (2006). Harper's Illustrated Biochemistry. New York: Lange Medical Books/McGraw-Hill. ISBN 0-07-146197-3.
- Van Holde KE, Mathews CK (1996). Biochemistry. Menlo Park, California: Benjamin/Cummings Pub. Co., Inc. ISBN 0-8053-3931-0.
- ჯოხაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 216-217.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Protein Naming Utility დაარქივებული 2012-12-21 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- Human Protein Atlas
- NCBI Entrez Protein database
- NCBI Protein Structure database
- Human Protein Reference Database დაარქივებული 2006-04-24 საიტზე Wayback Machine.
- Human Proteinpedia დაარქივებული 2007-03-14 საიტზე Wayback Machine.
- Folding@Home (Stanford University)დაარქივებული 2012-09-08 საიტზე Wayback Machine.