შინაარსზე გადასვლა

ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი
მდებარეობა კახეთი, საქართველო
უახლოესი ქალაქი ახმეტა
ფართობი 3036 ჰა
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალისახელმწიფო ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ბაწარის ხეობაში. შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.[1] დაარსებულია 1935 წელს. ფართობი 3036 ჰა.[2] ნაკრძალში დაცულია რელიქტური ჯიშის - ურთხელის ხელუხლებელი კორომები, რომლითაც დიდი სამეცნიერო ღირებულება აქვს. გარდა წმინდა კორომებისა, ურთხელი შერეულია წიფლნარში. ტყეში შერეულია აგრეთვე ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი და სხვა: ნაკრძალში ტყე კარგადაა დაცული, რაც იმის შედეგიცაა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ურთხელი წმინდა, ანგელოზის ხედ მიაჩნდა. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, კვერნა, წავი, დათვი, მაჩვი, არჩვი და სხვა, ფრინველებიდან - ორბი, არწივი, შაშვი, როჭო და სხვა.

ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს მდ. ბაწარის ხეობაში, სოფ. ბირკინიანიდან 1,5კმ-ზე. ნაკრძალს დასავლეთიდან ესაზღვრება წოვათის ქედი, მდ. ილტოს ხეობა, სამხრეთიდან – მდ. დიდი ველტეხისა და მდ. ბაწარის წყალგამყოფი კეხურისგორის ქედი, აღმოსავლეთიდან – წინაგორის ქედი, რომელიც მდ. ალაზანს ებჯინება, ჩრდილოეთიდან – საქისტოს მთა და მისი მიმდებარე მთის მასივი.[2]

ამჟამად ბაწარა-ბაბანაურის ტყეში არსებულ უთხოვარის კორომს გერმანელი სპეციალისტები სწავლობენ. მათი დასკვნის შემდეგ, სავარაუდოდ, იუნესკო ბაწარა-ბაბანაურის ტყეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანს[3].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]