შინაარსზე გადასვლა

ლუნა-17

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუნა-17

ასს „ლუნა-17“-ის აწყობის პროცესი ბაიკონურის სამონტაჟო-საგამოცდო კორპუსში
NSSDC ID 1970-095A
SCN 04691

„ლუნა-17“ (რუს. «Луна-17», «Е-8 №203») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1970 წლის 10 ნოემბერს, მთვარეზე მთვარემავალ „ლუნოხოდ-1“-ის ჩასატანად.

1970 წლის 10 ნოემბერს 14:44:01 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „პროტონ-კ/დ“-ით («Протон-К/Д») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-17, რომლის ბორტზე იმყოფებოდა სამეცნიერო ლაბორატორია, მთვარის თვითმავალი აპარატი„ლუნოხოდ-1“. 12-14 ნოემბერს მოხდა ტრაექტორიის კორექტირება. 15 ნოემბერს სადგური „ლუნა-17“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე (მთვარის ზედაპირიდან დაშორება 85-141 კმ). 16 ნოემბერს გავიდა მცირეპერისელენიუმიან ორბიტაზე (19 კმ) და 17 ნოემბერს 03:46:50 UTC დროით დაეშვა მთვარეზე წვიმების ზღვის რაიონში (კოორდინატები 38°17′N 35°00′W / 38.28° ჩ. გ. 35.0° დ. გ. / 38.28; -35.0).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]