აჩიშხო
იერსახე
აჩიშხო | |
---|---|
კოორდინატები: 43°43′23″ ჩ. გ. 40°07′46″ ა. გ. / 43.72306° ჩ. გ. 40.12944° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კრასნოდარის მხარე |
უმაღლესი წერტილი | აჩიშხო |
სიმაღლე | 2391 მ |
აჩიშხო (რუს. Ачишхо) — ქედი რუსეთის ფედერციის კრასნოდარის მხარეში. წარმოადგენს დასავლეთ კავკასიონის ჩრდილოეთ განშტოებას. სიმაღლე 2391 მ-მდე (მთა აჩიშხო). აგებულია თიხაფიქლებითა და ტუფოგენური ქანებით. დამახასიათებელია ძველმყინვარული რელიეფი. ნალექები 3000 მმ წელიწადში. წიფლისა და სოჭის (ჩრდილოეთ კალთაზე) ტყეები, თხემურ ნაწილში — მთის მდელოები. განვითარებულია საფეხმავლო ტურიზმი. არის დოლმენები.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 72.