ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი
ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი | |
---|---|
IUCN კატეგორია Ia (სახელმწიფო ნაკრძალი)
| |
მდებარეობა | კახეთი, საქართველო |
უახლოესი ქალაქი | ახმეტა |
ფართობი | 3036 ჰა |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი — სახელმწიფო ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ბაწარის ხეობაში. შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.[1] დაარსებულია 1935 წელს. ფართობი 3036 ჰა.[2] ნაკრძალში დაცულია რელიქტური ჯიშის - ურთხელის ხელუხლებელი კორომები, რომლითაც დიდი სამეცნიერო ღირებულება აქვს. გარდა წმინდა კორომებისა, ურთხელი შერეულია წიფლნარში. ტყეში შერეულია აგრეთვე ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი და სხვა: ნაკრძალში ტყე კარგადაა დაცული, რაც იმის შედეგიცაა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ურთხელი წმინდა, ანგელოზის ხედ მიაჩნდა. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, კვერნა, წავი, დათვი, მაჩვი, არჩვი და სხვა, ფრინველებიდან - ორბი, არწივი, შაშვი, როჭო და სხვა.
ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს მდ. ბაწარის ხეობაში, სოფ. ბირკინიანიდან 1,5კმ-ზე. ნაკრძალს დასავლეთიდან ესაზღვრება წოვათის ქედი, მდ. ილტოს ხეობა, სამხრეთიდან – მდ. დიდი ველტეხისა და მდ. ბაწარის წყალგამყოფი კეხურისგორის ქედი, აღმოსავლეთიდან – წინაგორის ქედი, რომელიც მდ. ალაზანს ებჯინება, ჩრდილოეთიდან – საქისტოს მთა და მისი მიმდებარე მთის მასივი.[2]
ამჟამად ბაწარა-ბაბანაურის ტყეში არსებულ უთხოვარის კორომს გერმანელი სპეციალისტები სწავლობენ. მათი დასკვნის შემდეგ, სავარაუდოდ, იუნესკო ბაწარა-ბაბანაურის ტყეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხა��ი შეიტანს[3].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ირინა თვაური – უთხოვრის (TAXUS BACCATA L.) ბუნებრივი განახლების, დროში ზრდის მსვლელობის და მისი კორომების აღნაგობა-ფორმირების თავისებურებათა ზოგიერთი საკითხი
- სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო / ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 253.
სქოლიო
[რედაქტ��რება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.dpa.gov.ge/index.php?site-id=39&page=1&id=25[მკვდარი ბმული]
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ ka. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი, 2022
- ↑ http://1tv.ge/News-View.aspx?Location=8957&LangID=1