ჰენრიკ ედვარდ ლარსონი (დ. 20 სექტემბერი, 1971) — ყოფილი შვედი ფეხბურთელი და საფეხბურთო კლუბ „ლანდსკრუნას“ მწვრთნელი.
ლარსონმა თავისი კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „ჰეგაბორგში“. შემდეგ ის გადავიდა „ჰელსინგბორგში“, სადაც ის იყო ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, როდესაც ისინი გამოდიოდნენ შვედეთის ოლსვენსკაში, 1993 წელს. შემდეგ ლარსონი გადავიდა „ფეიენორდში“, ოთხი წლის შემდეგ კი გადავიდა „სელტიკში“, 1997 წელს. მან „სელტიკთან“ ერთად მოიგო ოთხი ტიტული შვიდი წლის განმავლობაში და 315 მატჩში გაიტანა 242 გოლი. 2004 წელს ლარსონი გადავიდა „ბარსელონაში“, სადა მოიგო ორი ტიტული და 2006 წლის ჩემპიონთა ლიგა. „ბარსელონასთან“ კონტრაქტის დამთავრების შემდეგ, ის დაბრუნდა მშობლლიური ქალაქის გუნდში, „ჰელსინბორგში“ და იჯარით გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2007 წლის მარტიდან იანვრამდე. მან ფეხბურთიდან წასვლის დღედ დანიშნა 2009 წლის 20 ოქტომბერი.[1]
ლარსონმა შვედეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე სამჯერ და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე სამჯერ. იყო შვედეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 106 საერთაშორისო შეხვედრაში გაიტანა 37 გოლი.
ლარსონი დაიბადა ჰელსინბორგში, სკონეში. მისი მამა, ფრანსისკო როხა კაბო-ვერდელია,[2] ხოლო დედა, ევა ლარსონი, შვედი.[3] მისი მშობლები არასდროს ყოფილან ოფიციალურ ქორწინებაში და დაშორდნენ ერთმანეთს, როდესაც ჰენრიკი იყო 12 წლის.[3] მან გადაწყვიტა დედის გვარზე გადასვლა, რათა უფრო მიღებული ყოფილიყო შვედეთში.[4] ჰენრიკი მამამისის დამსახურებად მიიჩნევს მის ფეხბურთისადმი სიყვარულს.[3] მამამისმა ჯერ კიდევ 16 თვის ასაკში აჩუქა შვილს ფეხბურთის ბურთი.[5] ის ასე იხსენებდა სკოლაში გატარებულ წლებს: „მე გამოვცადე რასიზმი, რადგან უჩვეულო იყო შავკანიანი ბავშვი სკოლაში, მე ვიყავი ერთ-ერთი რამდენიმე შავკანიანს შორის“.[6] ის თვალს ადევნებდა ბრიტანეთის საფეხბურთო ჩემპიონატს ტელევიზორით. მას მშობლებმა აჩუქეს პელეს ცხოვრების ისტორიის ამსახველი ვიდეომასალა, რომელმაც ძალიან მოხიბლა ლარსონი.[6]
ლარსონმა კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „ჰოგაბორგსში“, როდესაც ის იყო ექვსი წლის[6] და პროფესიონალური კარიერა დაიწყო 17 წლის ასაკში, როდესაც ის გადავიდა „ჰელსინბორგში“. მან აქ 56 მატჩში 50 გოლი გაიტანა. მალე მისით დაინტერესდა ნიდერლანდების კლუბი „ფეიენოორდი“, რომელმაც მასში გადაიხადა 295 000 ფუნტი სტერლინგი, 1993 წელს. მას იმ პერიოდებში ასევე ჰქონდა მოლაპარაკებები შვეიცარიის საფეხბურთო კლუბ ციურიხის „გრასჰოპერსთან“.
1997 წლის ივლისში „ფეიენოორდიდან“ გადავიდა „სელტიკში“ 650 000 ფუნტი სტერლინგის საფასურად.[7] მისი დებიუტი შედგა „ჰიბერნიანის“ წინააღმდეგ, ის შეცვლაზე შემოვიდა. მისი უყურადღებო თამაშით ისარგებლა „ჰიბერნიანის“ ფეხბურთელმა და გაიტანა გოლი „სელტიკის“ კარში. ის მატჩი 2-1 დასრულდა „ჰიბერნიანის“ სასარგბლოდ.[8] მან საკუთარ კარში გაიტანა „სელტიკის“ მაისურით ჩატარებულ პირველი საევროთასო მატჩში, რომელი „სელტიკმა“ მოიგო ანგარიშით 6-3, „ტიროლ ინსბრუკის“ წინააღმდეგ. ცუდი სტარტის შემდეგ მან 18 გოლი გაიტანა „სელტიკის“ მაისურით და გახდა კლუბის ბომბარდირი. 1997 წლის ნოემბერში მან კლუბთან ერთად მოიგო პირველი ტიტული, შოტლანდიის საფეხბურთო ლიგის თასი.
2002-03 წლების სეზონში სელტიკი გავიდა უეფას თასის ფინალში, სადაც დამარცხდა პორტუგალიის საფეხბურთო კლუბ „პორტუსთან“, ანგარიშით 2-3.
წარმატებული გამოდგა ლარსონის მეშვიდე და ბოლო სეზონი „სელტიკში“, მათ მოიგეს შოტლანდიის პრემიერლიგა და თასი.
გოლი |
თარიღი |
ადგილი |
მოწინააღმდეგე |
ანგარიში |
შედეგი |
ტურნირი
|
1 |
13 ოქტომბერი 1993 |
რასუნდა, სტოკჰოლ���ი |
ფინეთი |
2–1 |
3–2 |
1994 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
|
2 |
20 თებერვალი 1994 |
ჯო რობი სთედიუმუ, მაიამი |
აშშ |
1–1 |
3–1 |
ჯო რობის თასი
|
3 |
20 აპრილი 1994 |
Racecourse Ground, რექსემი |
უელსი |
1–0 |
2–0 |
ამხანაგური მატჩი
|
4 |
5 მაისი 1994 |
რასუნდა, სტოკჰოლმი |
ნიგერია |
2–0 |
3–1 |
ამხანაგური
|
5 |
16 ივლისი 1994 |
როუ ბოული, პასადენა |
ბულგარეთი |
3–0 |
4–0 |
1994 წლის მსოფლიო თასის მატჩი მესამე ადგილისთვის
|
6 |
17 აგვისტო 1994 |
რასუნდა, სტოკჰოლმი |
ლიეტუვა |
4–2 |
4–2 |
ამხანაგური
|
7 |
1 ივნისი 1996 |
რასუნდა, სტოკჰოლმი |
ბელარუსი |
5–1 |
5–1 |
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
|
8 |
14 ოქტომბერი 1998 |
ნეფტოხიმიკის სტადიონი, ბურგასი |
ბულგარეთი |
1–0 |
1–0 |
ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
|
9 |
27 მარტი 1999 |
ულევი, გოტენბურგი |
ლუქსემბურგი |
2–0 |
2–0 |
ევრო 2000-ს შესარევი
|
10 |
9 ოქტომბერი 1999 |
რასუნდა, სტოკჰოლმი |
პოლონეთი |
2–0 |
2–0 |
ევრო 2000-ს შესარევი
|
11 |
19 ივნისი 2000 |
ფილიფს სთედიუმი, ეინდჰოვენი |
იტალია |
1–1 |
1–2 |
ევრო 2000
|
12 |
7 ოქტომბერი 2000 |
ულევი, გოტენბურგი |
თურქეთი |
1–0 |
1–1 |
2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
|
13 |
28 თებერვალი 2001 |
ტა'ქალი სთედიუმი, ტა'ქალი |
მალტა |
2–0 |
3–0 |
ამხანაგური
|
14 |
6 ივნისი 2001 |
ულევი, გოტენბურგი |
მოლდოვა |
1–0 |
6–0 |
2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
|
15 |
2–0
|
16 |
3–0
|
17 |
6–0
|
18 |
15 აგვისტო 2001 |
რასუნდა, სტოკჰოლმი |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
1–0 |
3–0 |
ამხანაგური
|
19 |
1 სექტემბერი 2001 |
სითი სთედიმი, სკოპიე |
ჩრდ. მაკედონია |
1–0 |
2–1 |
2002 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი
|
20 |
5 სექტემბერი 2001 |
ალი სემი იენის სტადიონი, სტამბოლი |
თურქეთი |
1–1 |
2–1 |
2002 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი
|
21 |
7 ოქტომბერი 2001 |
რასუნდა, სტოკჰოლმი |
აზერბაიჯანი |
2–0 |
3–0 |
2002 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი
|
22 |
7 June 2002 |
კობე უინგ სთედიმი, კობე |
ნიგერია |
1–1 |
2–1 |
2002 წლის მსოფლიო თასი
|
23 |
2–1
|
24 |
16 ივნისი 2002 |
ოიტა სთედიუმი, ოიტა |
სენეგალი |
1–1 |
1–2 |
2002 წლის მსოფლიო თასი
|
25 |
5 ივნისი 2004 |
რასუნდა, სტოკჰოლმი |
პოლონეთი |
1–0 |
3–1 |
ამხანაგური
|
26 |
14 ივნისი 2004 |
ჟოზე ალვალადე, ლისაბონი |
ბულგარეთი |
2–0 |
5–0 |
2004 წლის ევროპის თასი
|
27 |
3–0
|
28 |
22 ივნისი 2004 |
Estádio do Bessa Século XXI, პორტო |
დანია |
1–1 |
2–2 |
ევრო 2004
|
29 |
4 სექტემბერი 2004 |
ეროვნული სტადიონი, ტა'ქალი |
მალტა |
7–0 |
7–0 |
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
|
30 |
9 ოქტომბერი 2004 |
რასუნდა, სტოკჰოლმი |
უნგრეთი |
2–0 |
3–0 |
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
|
31 |
13 ოქტომბერი 2004 |
Laugardalsvöllur, რეიკიავიკი |
ისლანდია |
1–0 |
4–1 |
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
|
32 |
3–0
|
33 |
17 აგვისტო 2005 |
ულევი, გოტენბურგი |
ჩეხეთი |
1–0 |
2–1 |
ამხანაგური
|
34 |
12 სექტემბერი 2005 |
რასუნდა, სტოკჰოლმი |
ისლანდია |
2–1 |
3–1 |
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
|
35 |
2 ივნისი 2006 |
რასუნდა, სტოკჰოლმი |
ჩილე |
1–0 |
1–1 |
ამხანაგური
|
36 |
20 ივნისი 2006 |
რაინენერგიაშტადიონი, კიოლნი |
ინგლისი |
2–2 |
2–2 |
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
|
37 |
20 აგვისტო 2008 |
ულევი, გოტენბურგი |
საფრანგეთი |
1–0 |
2–3 |
ამხანაგური
|
|
---|
| L'Équipe-ის ჯილდო | |
---|
| არაოფიციალური | |
---|
| ESM-ის ჯილდო | |
---|
|