ჯეიმზ ლოველი
ჯეიმზ ლოველი (ინგლ. James Arthur «Jim» Lovell, Jr.; დ. 25 მარტი, 1928, კლივლენდი, ოჰაიოს შტატი, აშშ) — აშშ-ის ასტრონავტი, სამხედრო-საზღვაო ფლოტის 1-ლი რანგის კაპიტანი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1952 წელს დაამთავრა უისკონსინის უნივერსიტეტი და ანაპოლისის სამხედრო-საზღვაო აკადემია. მუშაობდა ავიაციაში. 1962 წლიდან აშშ-ის აერონავტიკისა და კო��მოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს ასტრონავტთა ჯგუფშია. 1965 წლის 4-18 დეკემბერს ფ. ბორმანთან ერთად კოსმოსურ ხომალდ ჯემინი 7-ით 206-ჯერ შემოუფრინა დედამიწას, 1966 წლის 11-15 ნოემბერს კი — ე. ოლდოინთან ერთად ჯემინი 12-ით (რომელსაც ის მეთაურობდა) 59-ჯერ. 1968 წლის 21-27 დეკემბერს ფ. ბორმანსა და უ. ანდერსთან ერთად კოსმოსურ ხომალდ აპოლო 8-ით პირველი გაფრინდა მთვარისაკენ (10-ჯერ შემოუფრინა მთვარეს). 1970 წლის 11-17 აპრილს ჯ. სიუჯერტსა და ფ. ჰეიზთან ერთად კოსმოსურ ხომალდ აპოლო 13-ით გაფრინდა მთვარეზე დასაშვებად (იყო ხომალდის მეთაური). ავარიის გამო ხომალდი მთვარეზე დაუშვებლად დაბრუნდა დედამიწაზე.
მის სახელს ატარებს მთავრის უკანა მხარის კრატერი — ლოველი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 278.