ჩელთი
იერსახე
ჩელთი | |
---|---|
მდინარე ჩელთის დამშრალი კალაპოტი აგვისტოში | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ყვარლის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
სათავე |
კახეთის კავკასიონი 42°05′54″ ჩ. გ. 45°53′39″ ა. გ. / 42.098556° ჩ. გ. 45.894389° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2595 მ |
შესართავი |
ალაზანი 41°56′49″ ჩ. გ. 45°39′12″ ა. გ. / 41.947167° ჩ. გ. 45.653389° ა. გ. |
სიგრძე | 28 კმ |
აუზის ფართობი | 144 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 3,74 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ჩელთი ვიკისაწყობში |
ჩელთი — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში (ყვარლის მუნიციპალიტეტი), მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2595 მ სიმაღლეზე. სიგრძე 28 კმ, აუზის ფართობი 144 კვ.კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე ახასიათებს წყალდიდობა, შემოდგომაზე – წყალმოვარდნები, ზაფხულში – ხანმოკლე და ზამთარში – მდგრადი წყალმცირობა.
საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,74 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 94.