შინაარსზე გადასვლა

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფოთის მშენებარე თეატრის შენობა 2010 წ.

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი — სახელმწიფო დრამატული თეატრი ქალაქ ფოთში.

დაარსდა 1925 წელს ი. ზარდალიშვილის ხელმძღვანელობით. დასში იყვნენ ვ. გამყრელიძე, ვ. ჩხიკვაძე, ო. ღოღობერიძე, ნ. ჩიხლაძე, შ. ხონელი, შ. ჯაფარიძე, ქ. ორაგველიძე, ა. ყალაბეგიშვილი. 1928 წელს სათავეში ჩაუდგა ბ. გამრეკელი. 1936 წელს თეატრი გადავიდა საკათედრო ტაძრის ყოფილ შენობაში. ა წლიდან ტეატრს ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ გოძიაშვილი. 1963 წელს თეატრს მიენიჭა ვალერიან გუნიას სახელი.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დავა საქართველოს საპატრიარქოსა და ფოთის თეატრს შორის შენობის გამო. საბოლოოდ 2005 წელს საკრებულოს გადაწყვეტილებით შენობა საპატრიაროს გადაეც��, ხოლო თეატრი კულტურის სახლში განთავსდა. 2008 წლიდან ფოთის თეატრი ევროპის რეგიონული თეატრების ქსელის (IETM) წევრია. ამავე წლიდან ფოთის თეატრი საქართველოს რეგიონული თეატრების თავმჯდომარეა. 2014 წლის 1 ივნისს ფოთის თეატრის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა და შენობა საზეიმოდ გაიხსნა ფართო საზოგადოებისთვის.[1]

  1. პრემიერ-მინისტრმა ფოთის განახლებული თეატრი გახსნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-04. ციტირების თარიღი: 2014-06-01.