მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უშბის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 5,4 კმ, ფართობი 9,5 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2520 მეტრამდე. მყინვარის ზედაპირი ზემო ნაწილში დანაპრალებულია, ქვემოთ დაფარულია მორენული მასალით. მწვერვალების უშბისა და მაზერის კალთებზე იერთებს ორ მცირე, ხოლო შუაწელში, მარჯვნიდან — უფრო დიდ შენაკადს. საზრდოობს მწვერვალების მაზერის, უშბის, შჩუროვსკისა და შხელდის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებით და თოვლის ზვავებით. მყინვარის ბოლოდან გამოდის მდინარე დოლრაჭალის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) ერთ-ერთ შემდგენელი, რომელიც 200 მ სიმაღლის ვერძის შუბლებზე ჩანჩქერებს ქმნის.