შინაარსზე გადასვლა

უილიამ სომერსეტ მოემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ სომერსეტ მოემი
ინგლ. William Somerset Maugham
დაბადების თარიღი 25 იანვარი, 1874(1874-01-25)[1] [2] [3] [4] [5] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი პარიზის VIII რაიონი[16]
გარდაცვალების თარიღი 16 დეკემბერი, 1965(1965-12-16)[16] [1] [2] [3] [4] [5] [5] [6] [8] [9] (91 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიცა[17]
საქმიანობა დრამატურგი, რომანისტი, ექიმი-მწერალი, სცენარისტი, პროზაიკოსი, ლიტერატურული კრიტიკოსი, მზვერავი, მწერალი[18] და ექიმი[19]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[20]
 დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ლონდონის სამეფო კოლეჯი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და St Thomas's Hospital Medical School
Magnum opus Of Human Bondage და The Razor's Edge
ჯილდოები ღირსების კავალერი და doctor honoris causa from the University of Toulouse[21]
მეუღლე Syrie Maugham[22]
შვილ(ებ)ი Mary Elizabeth Maugham[7]
ხელმოწერა

უილიამ სომერსეტ მოემი (ინგლ. William Somerset Maugham [ˈsʌməsɪt mɔːm]; დ. 25 იანვარი, 1874, პარიზი, საფრანგეთი ― გ. 16 დეკემბერი, 1965, ნიცა) — ინგლისელი დრამატურგი, მწერალი, რომანისტი, 1930-იანი წლების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ავტორი.

  • ფული მეექვსე გრძნობაა. ადამიანს იგი უნდა ჰქონდეს, რადგან მის გარეშე დანარჩენ ხუთს ვერ გამოიყენებს.

ბავშვობა და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოემი დაიბადა საფრანგეთში მცხოვრებ ინგლისელთა ოჯახში, რომელთაც იზრუნეს იმაზე, რომ შვილი პარიზში ბრიტანეთის საელჩოს ტერიტორიაზე გაჩენილიყო, რათა ლეგალურად, გეოგრაფიისდა მიუხედავად, ის ბრიტანეთში დაბადებულიყო. მამამისი, საელჩოს თანამშრომელი, დაბალი და საკმაოდ შეუხედავი იყო, დედა კი - განთქმული ლამაზმანი. მოემისთვის საუბედუროდ მას მამის სიმაღლე და შესახედაობა დაჰყვა, რაც მის ცხოვრებისეულ უბედურებათა სერიაში მხოლოდ პირველი იყო. ამ უბედურებათაგან ყველაზე საშინელი მისთვის დედის დაკარგვა იყო რვა წლის ასაკში, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა. მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში მას დედის სურათი სასთუმალთან ედო და უკვე მოხუცებულობის ჟამს უთქვამს კიდეც, რომ ამ ფაქტს ვერასდროს გადაიტანდა.

1886 წელს მამამისის გარდაცვალების შემდეგ მოემს საცხოვრებლად ინგლისში აგზავნიან, (ქვეყანა, რომლის ენას, ინგლისურად აღზრდის მიუხედავად, ის ვერ ფლობდა) ბიძასთან, რომელიც ვიტსტაბლის ვიკარი იყო და, რომელსაც ის ემოციურად ცივ და უნდობელ ადამიანად მიიჩნევდა. ბიჭს, რომელსაც მანამდე ფრანგულში მეტყველების არანაირ დეფექტი არ შეემჩნეოდა, უეცრად ენაბლუობა დასჩემდა, რომელიც მას სიცოცხლის ბოლომდე გაყჰვა. მოემი შინ და კინგის სკოლაშიც, სენტენბერში, საკუთარი სიდაბლისა და ენაბლუობის გამო საშინლად იჩაგრებოდა. თუმცა აქ მან სწრაფად განივითარა სხარტი ენამწარეობის ტალანტი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აზრის გამოთქმა საკმაოდ უჭირდა.

თექვსმეტი წლის ასაკში მას ნება დართეს გერმანიაში გამგზავრებულიყო, სადაც ის ლიტერატურასა და ფილოსოფიას სწავლობს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. აქვე ხვდება ის თავის პირველ ჰომოსექსუალ პარტნიორს. ინგლისში დაბრუნების შემდეგ ის ლონდონში მედიცინას სწავლობს და კვალიფიკაციას სენტ-ტომასის ჰოსპიტალში გადის 1897 წელს. ამ პერიოდში წერს თავის პირველ რომანს, "ლიზა ლამბერტელი", რომელშიც ისტ-ენდის ღატაკ უბანში სამედიცინო სტუდენტის საკუთარ გამოცდილებას აღწერს.

შემოქმედებითი წინსვლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იულიამი კენტერბერის სამეფო სკოლაში მიაბარეს თექვსმეტი წლის ასაკში კი ნება დართეს, გერმანიაში გამგზავრებულიყო, სადაც ლიტერეტურასა და ფილოსოფიას ეუფლებოდა. სწორედ იქ დაწერა მან თავისი პირველი ნაწარმოები – „გერმანელი კომპოზიტორის მეერბერის ბიოგრაფია“, თუმცა პირველი ნაწილი გამომცემელმა დაიწუნა და პოეტმა ხელნაწერი დაწვა.

პირველი წარმატება მოუტანა პიესამ „ლედი ფრედერიკი“, რომელიც 1907 წელს გამოაქვეყნა. პიესა მთელ ლონდონში გავრცელდა და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

უილიამი იდეების ნაკლებობას არასდროს განიცდიდა და რომანებს სწრაფად წერდა ამას კი თან სდევდა საყოველთო აღიარება.

  • „უცნაურია, როგორ მოგდის იდეები, როდესაც სულ არ ელი მათ“ – წერდა თავის ერთ–ერთ ნაწარმოებში.
  1. ლიზა ლამბეტელი (Liza of Lambeth, 1897)
  2. წმინდანის ქმნილება (The Making of a Saint, 1898)
  3. ორიენტირები (Orientations, 1899)
  4. გმირი (The Hero, 1901)
  5. მისის კრედოკი (Mrs Craddock, 1902)
  6. კარუსელი (The Merry-go-round, 1904)
  7. ქალწული მარიამის მიწა: ესკიზები და შთაბეჭდილებები ანდალუზიაში (The Land of the Blessed Virgin: Sketches and Impressions in Andalusia, 1905)
  8. ეპისკოპოსის წინსაფარი (The Bishop’s Apron, 1906)
  9. მკვლევარი (The Explorer, 1908)
  10. ჯადოქარი (The Magician, 1908)
  11. ადამიანურ ვნებათა სიმძიმე (Of Human Bondage, 1915)
  12. მთვარე და ექვსპენიანი (The Moon and Sixpence, 1919)
  13. ფოთლის თრთოლა (The Trembling of a Leaf, 1921)
  14. ჩინურ ეკრანზე (On A Chinese Screen, 1922)
  15. მახატული ფარდა (The Painted Veil, 1925)
  16. კაზუარინის ხე (The Casuarina Tree, 1926)
  17. წერილი (moTxrobebi danaSaulze) (The Letter (Stories of Crime), 1930)
  18. ეშენდენი ან ბრიტანელი აგენტი (Ashenden, or the British Agent, 1928)
  19. ჯენტლმენი ოთახში: რანგუნიდან ჰაიპონგში მოგზაურობის ჩანაწერი (Gentleman In The Parlour: A Record of a Journey From Rangoon to Haiphong, 1930)
  20. ნამცხვრები და ლუდი: ჩონჩხი ბუფეტში (Cakes and Ale: or, the Skeleton in the Cupboard, 1930)
  21. წიგნის ჩანთა (The Book Bag, 1932)
  22. ვიწრო კუთხე (The Narrow Corner, 1932)
  23. აჰ მეფე (Ah King, 1933)
  24. სამსჯავრო ადგილი (The Judgement Seat, 1934)
  25. დონ ფერნანდო (Don Fernandо, 1935)
  26. კოსმოპოლიტები – ძალიან პატარა მოთხრობები (Cosmopolitans — Very Short Stories, 1936)
  27. ჩემი სამხრეთის ზღვის კუნძული (My South Sea Island, 1936)
  28. თეატრი (Theatre, 1937)
  29. შედეგების შეჯამება (The Summing Up, 1938)
  30. საშობაო არდადეგები (Christmas Holiday, 1939)
  31. მეფის ასული სექტემბერი და ბულბული (Princess September and The Nightingale, 1939)
  32. ომში ჩაფლული საფრანგეთი (France At War, 1940)
  33. წიგნები და შენ (Books and You, 1940)
  34. იგივე რეცეპტით (The Mixture As Before, 1940)
  35. ვილაში (Up at the Villa,1941)
  36. ძალიან პირადული (Strictly Personal, 1941)
  37. საათი დაისამდე (The Hour Before Dawn, 1942)
  38. დაუპყრობელი (The Unconquered, 1944)
  39. სამართებლის მხარე (The Razor’s Edge, 1944)
  40. შემდეგ და ახლა, რომანი ნიკოლო მაკიაველზე (Then and Now, 1946)
  41. კაცობრიობის მონობიდან – მისამართი (Of Human Bondage — An Address, 1946)
  42. გარემოების ქმნილებანი (Creatures of Circumstance, 1947)
  43. კატალინა (Catalina, 1948)
  44. კვარტეტი (Quartet, 1948)
  45. დიდი რომანისტი მწერალი და მისი რომანები (Great Novelists and Their Novels, 1948)
  46. მწერლის უბის წიგნაკი (A Writer’s Notebook, 1949)
  47. ტრიო (Trio, 1950)
  48. მწერლის ხედვის წერტილი (The Writer’s Point of View', 1951)
  49. ბისზე გამოძახება (Encore, 1952)
  50. მაწანწალის გუნება (The Vagrant Mood, 1952)
  51. კეთილშობილი ესპანელი (The Noble Spaniard, 1953)
  52. ათი რომანი და მათი ავტორი (Ten Novels and Their Authors, 1954)
  53. ხედვის წერტილი (Points of View, 1958)
  54. უბრალოდ ჩემი სიამოვნებისთვის (Purely For My Pleasure, 1962)
  1. ღირსეული კაცი (A Man of Honour, 1903)
  2. ლედი ფრედერიკი (Lady Frederick, 1907)
  3. ჯეკ სტროუ (Jack Straw, 1908)
  4. მისის დოტი (Mrs Dot, 1908)
  5. პენელოპა (Penelope, 1909)
  6. მკვლევარი (The Explorer, 1908)
  7. მეათე კაცი (The Tenth Man, 1910)
  8. მიწაზე გადასული აზნაურიბა (Landed Gentry, 1910)
  9. სმიტი (Smith, 1913)
  10. დაპირებების მიწა (The Land of Promise, 1909)
  11. უცნობი (The Unknown, 1920)
  12. წრე (The Circle, 1921)
  13. კეისრის ცოლი (Caesar's Wife, 1919)
  14. სუეციდან აღმოსავლეთით (East of Suez, 1922)
  15. ჩვენი ბეტერსი (Our Betters, 1917)
  16. სახლი და სილამაზე (Home and Beauty, 1919)
  17. განუხორციელებელი (The Unattainable, 1911)
  18. პური და თევზი (Loaves and Fishes, 1911)
  19. მუდმივი ცოლი (The Constant Wife, 1926)
  20. წერილი (The Letter, 1927)
  21. წმინდა ცეცხლი (The Sacred Flame, 1928)
  22. მარჩენალი (The Bread-Winner, 1930)
  23. უზრუნველყოფის სამსახურისთვის (For Services Rendered, 1932)
  24. შეფი (Sheppey, 1933)


  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 RKDartists
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  6. 6.0 6.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  7. 7.0 7.1 Lundy D. R. The Peerage
  8. 8.0 8.1 Discogs — 2000.
  9. 9.0 9.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  10. filmportal.de — 2005.
  11. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  12. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  13. Catalogue of the Library of the Pontifical University of the Holy Cross
  14. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  15. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  16. 16.0 16.1 Моэм Уильям Сомерсет // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  17. Deutsche Nationalbibliothek Record #104298324 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  18. The Fine Art Archive — 2003.
  19. Czech National Authority Database
  20. LIBRISNational Library of Sweden, 2012.
  21. informations diverses / J. FenoglioParis: Société éditrice du Monde, 1947. — P. 4. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
  22. The Globe — 1917. — გამ. 38033. — გვ. 7.