ტყარშეტი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
იერსახე
სოფელი | |
---|---|
ტყარშეტი | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
თემი | გორისციხე |
კოორდინატები | 42°36′46″ ჩ. გ. 44°34′40″ ა. გ. / 42.61278° ჩ. გ. 44.57778° ა. გ. |
დაარსდა | ძვ. წ. IV ათასწლეული |
პირველი ხსენება | XV საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 1920 მ |
მოსახლეობა | 107[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ტყარშეტი — სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გორისციხის თემში. მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1920 მეტრი, სტეფანწმინდიდან 12 კილომეტრი. სოფლის მახლობლადაა შუა საუკუნეების ეკლესია და ნასახლარები. სოფლის ტერიტორია მტკვარ-არაქსის პერიოდში (ძვ.წ. IV ათასწლეულის შუა ხანები-ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანები) იყო დასახლებული. მოიხსენიება XV და XVIII საუკუნის ისტორიულ წყაროებში. სოფლის განაპირას მდებარეობს განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესია. დარბაზული ეკლესია ქვის მოზრდილი კვადრებითაა ნაგები. ეკლესიას არ აქვს აფსიდი და აღმოსავლეთით სწორი კედლით მთავრდება. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 107 კაცი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[2] | 128 | 58 | 70 |
2002[3] | 218 | 110 | 108 |
2014[1] | 107 | 52 | 55 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 84.
- ბაგრატიონი გ., მაცაბერიძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 477.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 18.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|