ტრისტან-და-კუნია
მშობ. სახელი: ინგლ. Tristan da Cunha | |
---|---|
ტრისტან-და-კუნიას არქიპელაგის რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ატლანტის ოკეანე |
კოორდინატები | 37°06′00″ ს. გ. 12°16′00″ დ. გ. / 37.10000° ს. გ. 12.26667° დ. გ. |
მთავარი კუნძული | ტრისტან-და-კუნია |
ფართობი | 207 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 2055 მ |
წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 293 ად. (2016) |
სიმჭიდროვე | 1,42 ად. /კმ² |
ტრისტან-და-კუნია (ინგლ. Tristan da Cunha) — არქიპელაგი ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, შედის ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნიას შემადგენლობაში.
აღდგომის კუნძულთან, პიტკერნის კუნძულებთან და ბუვეს კუნძულთან ერთად მატერიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაშორებული დასახლებული ადგილებია დედამიწაზე. მდებარეობს 2816 კმ-ში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, 3360 კმ-ში სამხრეთი ამერიკიდან და 2161 კმ-ში სამხრეთით წმინდა ელენეს კუნძულიდან.
1956 წლიდან ბრიტანელებისგან არენდირებულ კუნძულ გოფის მონაკვეთზე განლაგებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეტეოროლოგიური სადგური[1].
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მთავარ კუნძულს ასევე ჰქვია ტრისტან-და-კუნია. ის ერთადერთი კუნძულია მუდმივი მოსახლეობით. (37°06′ ს. გ. 12°16′ დ. გ. / 37.100° ს. გ. 12.267° დ. გ.) — 98 კმ²;
- ინაკსესიბლე (37°19′ ს. გ. 12°44′ დ. გ. / 37.317° ს. გ. 12.733° დ. გ.) — 14 კმ²;
- ნაიტინგეილი (ბულბული) (37°25′ ს. გ. 12°28′ დ. გ. / 37.417° ს. გ. 12.467° დ. გ.) — 3,4 კმ²;
- ნაიტინგეილი (ბულბული) — 3,2 კმ²;
- მიდლი — 0,1 კმ²;
- სტოლტენჰოფი — 0,1 კმ²;
- გოფი (დიეგო-ალვარესი) (40°19′ ს. გ. 9°55′ დ. გ. / 40.317° ს. გ. 9.917° დ. გ.) — 91 კმ²;
- ბევრი მომცრო კუნძული და კლდეები.
ტრისტან-და-კუნია — ვულკანური წარმოშობის კუნძული, წარმოიშვა დაახლოებით 1 მილიონი წლის წინ. კუნძულზე მდებარეობს არქიპელაგის ყველაზე მაღალი წერტილი — დედოფალ მერის პიკი, სიმაღლით ზღვის დონიდან 2055 მეტრი. ზამთარში მთის მწვერვალი დაფარულია თოვლით. დედოფალ მერის პიკი — ვულკანია, კუნძულის აღმოჩენის მომენტიდან ამოიფრქვა რამდენიმეჯერ.
ტრისტან-და-კუნიას კუნძულს აქვს კლდოვანი ნაპირი და მთიანი რელიეფი, მრავალრიცხოვანი თხრილები, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ეძახიან «ხეობას» («gulches»). კუნძულის ერთადერთი ტერიტორია, რომელიც მიესადაგება ადამიანის მუდმივ საცხოვრებელს — ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაწილია. აქვე შესაძლებელია ზღვიდან გადმოსვლა დიდი რისკის გარეშე.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულების კლიმატი ზომიერი ოკეანისებურია, წვიმიანი და ქარიანი. კუნძულ გოფზე თვის საშუალო ტემპერატურა მერყეობს +9 °С-დან +14,5 °C-მდე, ჩრდილოეთის კუნძულებზე — +11 °С-დან +17,5 °C-მდე. ნალექი წელიწადში მოდის ჩრდილოეთში 2000 მმ-დან კუნძულ გოფის 2500 მმ-მდე.
ფლორა და ფაუნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრისტან-და-კუნიას კუნძულებზე არ არიან ძუძუმწოვრები (სანაპიროზე სელაპების და გოფის კუნძულზე ადამიანის შემოყვანილი თაგვის გამოკლებით), ქვეწარმავლები, პეპლები. მატერიკიდან კუნძულების სიშორემ გავლენა იქონია ცხოველთა და მცენარეულ სამყაროზე. კუნძულებზე ბევრია მცენარე-ენდემები, ინაკსესიბლეს კუნძულზე შენარჩუნებულია ყველაზე პატარა არამფრინავი ფრინველი დედამიწაზე — «ინაკსესიბლეს კუნძულის ლაინა» ანუ «ტრისტანის ლაინა» (ლათ. Atlantisia rogersi). კუნძულზე ასევე ბინადრობს მეკლდეური პინგვინი (ლათ. Eudyptes chrysocome).
გოფის, ნაიტინგეილის და ინაკსესიბლეს კუნძულები გამოცხადებულია ველური ბუნების ნაკრძალებად.
შინაური ცხოველებს და მსხვილ რქოსან საქონელს ტრისტან-და-კუნიას კუნძულის მაცხოვრებლები არ აველურებენ და ისინი ბუნებისათვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ითვლება, რომ არქიპელაგის ჩრდილოეთის კუნძულები 1506 წელს აღმოაჩინა პორტუგალიელმა ტრისტან და კუნიამ, მაგრამ ის ნაპირზე არ გადასულა. გოფის კუნძული აღმოაჩინა ინგლისელმა ზღვაოსანმა ჩარლზ გოფმა 1731 წელს. პირველი გადასვლა განახორციელეს ფრანგმა მეზღვაურებმა — ფრეგატ «L’Heure du Berger»-ის ეკიპაჟის წევრებმა 1767 წელს.
კუნძულზე პირველი დამსახლებელი 1810 წელს გახდა მასაჩუსეტსის შტატის მაცხოვრებელი ამერიკელი ჯონათან ლამბერტი, რომელიც გარდაიცვალა 1812 წელს.
1815 წელს დიდი ბრიტანეთმა მოახდინა კუნძულების ანექსია. სუეცის არხის გახსნამდე კუნძულებს ჰქონდათ სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპიდან და აღმოსავლეთ ამერიკიდან ინდოეთის ოკეანეში მოგზაურობის დროს.
1906 წელს მოხდა ვულკანის ამოფრქვევა, რომელმაც გამოიწვია პირუტყვის და კარტოფილის პლანტაციების განადგურება. ადამიანები გადაასახლეს კეიპტაუნში. 1961 წელს ამოფრქვევამ ზიანი მოუტანა თევზის ფაბრიკას, ხოლო მოსახლეობა გადაასახლეს წმინდა ელენეს კუნძულზე ან დიდ ბრიტანეთში. როდესაც ფაბრიკა აღადგინეს, მაცხოვრებლები დაბრუნდნენ სახლში.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრისტან-და-კუნიას კუნძული — არქიპელაგის ერთადერთი კუნძულია მუდმივი მოსახლეობით. კუნძულის მთავარი დასახლებული პუნქტია — ედინბურგის შვიდი ზღვა კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სხვა დასახლებული პუნქტები დროებითია და წარმოადგენენ სამეცნიერო ბაზებს და მეტეოროლოგიურ სადგურებს. 2016 წლის მონაცემებით კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 293 ადამიანს[2]. ყველა მაცხოვრებელი კუნძულზე 1816-1908 წლებში გადასახლებული 8 მამაკაცის (შოტლანდიელი, ნიდერლანდელი, ორი ინგლისელი, ორი იტალიელი და ორი ამერიკელი) და 7 ქალის (5 მულატი: 4 წმინდა ელენეს კუნძულიდან და ერთი კეიპტაუნიდან, და ორი ირლანდიელი) შთამომავლები.
კუნძულზე ცხოვრობენ მხოლოდ 7 გვარის ადამიანები: გლესი, გრინი, ჰაგანი, ლავარელიე, რეპეტო (ორი ტიპური ლიგურიული გვარი), როჯერსი და სუეინი[3].
ხელისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრისტან-და-კუნიას კუნძულების ადმინისტრატორი, დანიშნული წმინდა ელენეს კუნძულის გუბერნატორის მიერ, კუნძულების საბჭოს მეთაურია, რომელიც შედგება 11 ადამიანისგან: აქედან 8 — არჩევითია, 3 — დანიშნული. საბჭოს მინიმუმ ერთი წევრი აუცილებლად უნდა იყოს ქალი. საბჭოს წევრი, რომელმაც არჩევნებში მიიღო ხმათა უმრავლესობა, ინიშნება მთავარ კუნძულელად (Chief Islander).
კავშირი გარე სამყაროსთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულები რეგულარული სამგზავრო რეისებით არ არის დაკავშირებული მატერიკთან. მაგრამ კუნძულზე ჩასვლა შეიძლება თევზსაჭერი და სამეცნიერო გემებით. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის თევზსაჭერი გემები მიცურავენ ტრისტან-და-კუნიას კუნძულებამდე თვეში ერთხელ, მათზე მოწყობილია ადგილები მგზავრებისათვის. კუნძულებთან დასაკავშირებლად ექსპედიციები იყენებენ შვეულმფრენებს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Tristan da Cunha, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ვიკიმედია-ატლასი: ტრისტან-და-კუნია — გეოგრაფიული და ისტორიული რუკები
- Tristan da Cunha
- Tristan Times დაარქივებული 2019-03-28 საიტზე Wayback Machine.
- TRISTAN DA CUNHA დაარქივებული 2018-12-06 საიტზე Wayback Machine. (Spanish)
- არქიპელაგის ისტორია
- კუნძულის ისტორია, ფოტოგრაფიები, დაწვრილებითი რუკა
ვიდეოები კუნძულების შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Return to Trista da Cunha, Global Nomad, National Geographic (2012).
- A Day on Tristan da Cunha, Global Nomad, National Geographic (2011).
- Tristan da Cunha: The story of Asthma Island, part 1 and part 2, BBC Four (2008).
- Tristan da Cunha: Life on the island in 1963 (1963).
- Tristan da Cunha: Life of an islander in 1963 (1963).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ South African weather station on Gough Island. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-07-14. ციტირების თარიღი: 2016-08-06.
- ↑ ტრისტან-და-კუნიას მოსახლეობის აღწერა (2016) გვ.11
- ↑ Leonid Kruglyak. (February 1999). Genetic isolateds: Separate but equal?, გვ. 1170-1172. დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine.