ტაუსერტი
იერსახე
ტაუსერტი — ძველი ეგვიპტის დედოფალი და XIX დინასტიის ბოლო ფარაონი. დიდი ფარაონის სეთი II-ის მეუღლე. რამსეს II-ის შთამომავალი.
ქმრის გარდაცვალების შემდეგ იგი არასრულწლოვანი შვილის რამსეს-საპტაჰის რეგენტი გახდა. ეგვიპტეს მართავდა 2 წელი. მისი მმარველობის დროს სირიელმა ირსუმ გადაწყვიტა ესარგებლა ხალხის მღელვარებით და ხელში ჩაეგდო ძალაუფლება. ტაუსერტის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტეში გამეფდა სრული ანარქია, რამაც გამოიწვია ქვეყნის განადგურება და ნგრევა.
მანეთონის თანახმად ტაუსერტი ეგვიპტეს 7 წელი მართავდა. დაკრძალულია მეფეთა ველზე, სამარხში KV14.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Gae Callender, The Cripple, the Queen & the Man from the North, KMT, Vol:17 No.1, Spring 2006
- Leonard H. Lesko, A Little More Evidence for the End of the Nineteenth Dynasty, Journal of the American Research Center in Egypt, Vol. 5, 1966
|