რანები
იერსახე
ჰორ-რანები — ძველი ეგვიპტის ადრეული სამეფოს ფარაონი მეორე დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. XXIX საუკუნეში. სამეფო სიებში მისი პირადი სახელია ნებრა, ხოლო მანეთონი მას კაიხოსს ან კეხოოს უწოდებს. რანების სახელი ითარგმნება როგორც „რა მბრძანებელია“.
ჰოტეპსეხემუის მემკვიდრის შესახებ საკმაოდ მცირე რამეა ცნობილი. არსებობს რამდენიმე სადავო საკითხი მისი სახელის წაკითხვასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივად კითხულობენ როგორც რანები - „რა (ჩემი) მბრძანებელია“, ზოგიერთი მოსაზრების თანახმად კი იკითხება როგორც „მზის მბრძანებელი“.
მანეთონის თანახმად ქვეყანას მართავდა 39 წლის განმავლობაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|