შინაარსზე გადასვლა

სომხური დამწერლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სომხური ანბანი)
სომხური დამწერლობა
ტიპი: ანბანი
ენები: სომხური ენა
შექმნა მესროპ მაშტოცი
დროის პერიოდი: V საუკუნიდან დღემდე
წინამორბედი დამწერლობები: ბერძნული დამწერლობა (სადავოა)
სომხური დამწერლობა

სომხური დამწერლობა (სომხ. Հայոց գրեր [Hayots' grer] ან სომხ. Հայոց այբուբեն [Hayots' aybuben]; აღმოსავლეთ სომხური: haˈjotsʰ ajbuˈbɛn; დასავლეთ სომხური: haˈjotsʰ ajpʰuˈpʰɛn) — ანბანური დამწერლობის ორიგინალური სისტემა, რომელიც შექმნილია ფონეტიკურ პრინციპზე. იწერება მარცხნიდან მარჯვნივ. გამოიყენება სომხურ ენაში. სომხური ტრადიციის თანახმად იგი 405 წელს შექმნა სომეხმა სასულიერო და საზოგადო მოღვაწემ მესროპ მაშტოცმა. მესროპისეული ანბანი 36 ასოსაგან შედგებოდა, მოგვიანებით მას დაემატა კიდევ სამი ასო. დღესდღეობით თანამედროვე სომხურ ანბანში 39 ასოა, ამათგან 7 ხმოვანია, დანარჩენი კი თანხმოვანი. სომხურად სიტყვა „ანბანი“ არის այբուբեն (აიბუბენ), სომხური ანბანის პირველი ორის ასოს მიხედვით.

თავდაპირველად სომხური ანბანი 36 ასოსაგან შედგებოდა, მოგვიანებით XII საუკუნეში დაემატა 3 გრაფემა (և, Օ, Ֆ). სომხური დამწერლობის ანბანური სისტემა რიცხვების აღსანიშნავადაც გამოიყენებოდა. განვითარების ხანგრძლივი გზის მიუხედავად სომხურ ანბანს უძველესი დროიდან დღემდე არსებითად სახე არ შეუცვლია. მისი ძირითადი სახეობებია ერკათაგირი (ასომთავრული) და ბოლორგირი (ნუსხური). ცნობილია აგრეთვე მათ შორის გარდამავალი ტიპები. გვიანდელ შუა საუკუნეებში გავრცელდა ბოლორგირის ნაირსახეობანი: ნოტრგირი (მდივან-მწიგნობრული) და შღაგირი (გაკრული). საუკუნეების მანძილზე სომხურმა დამწერლობამ შექმნა დაქარაგმების, ლიგატურების, კრიპტოგრამებისა და სიმბოლოების უმდიდრესი სისტემა. სომხური დამწერლობის გენეზისისა და დათარიღების პრობლემა ჯერ კიდევ არაა გადაჭრილი. სომხური საისტორიო წყაროების ერთი ჯგუფის მიხედვით, იგი V საუკუნის დასაწყისში შექმნა სომეხმა ბერმა მესროპ მაშტოცმა. მეორე ჯგუფის წყაროთა ცნობით მან უკვე არსებული ანბანი მხოლოდ შეავსო გარკვეული გრაფემებით. არმენოლოგთა შორის ყველაზე უფრო გავრცელებული შეხედულებით V საუკუნემდე სომხური დამწერლობა არ არსებობდა და მისი შექმნა მთლიანად მაშტოცის დამსახურებაა. ზოგი სპეციალისტი, მართალია, ჩვენთვის ცნობილ დამწერლობას მაშტოცს მიაწერს, მაგრამ წყაროთა მონაცემების გათვალისწინებით ვარაუდობს, რომ მანამდეც არსებობდა სომხური დამწერლობა, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. არსებობს აგრეთვე ჰიპოთეზა, რომელიც მაშტოცის სახელით ცნობილ ადამიანს წინაქრისტიანული ხანის პროდუქტად მიიჩნევს.

საერთო აზრი არ არსებობს არც სომხური დამწერლობის წარმომავლობის საკითხში. უმთავრესი არგუმენტირებული შეხედულებებით მას საფუძვლად დაედო:

  1. არამეული დამწერლობის რომელიმე განშტოება.
  2. ბერძნული დამწერლობა
  3. ეთიოპიური დამწერლობა

ყველა შემთხვევაში სპეციალისტები ხაზს უსვამენ ბერძნული სისტემის გავლენას. სომხური დამწერლობის თარიღიანი წარწერები დადასტურებულია VII საუკუნიდან.

ქართულ-სომხური პრაქტიკული ტრანსკრიფცია (სომხურად Վրաց - հայերեն տառադարձություն). [1]

# ასო სახელწოდება გამოთქმა (IPA) ტრანსლიტერაცია რიცხ.
მნიშვნ.
ქართ.
შესატყ.
ტრად.
ორთოგ.
რეფორ.
ორთოგ.
გამოთქმა კლასიკ. აღმოსავ. დასავ. კლასიკ. ISO
9985
კლასიკ. აღმოსავ. დასავ.
1 Աա այբ [aɪb] [aɪpʰ] [ɑ] a 1
2 Բբ բեն [bɛn] [pʰɛn] [b] [pʰ] b 2
3 Գգ գիմ [gim] [kʰim] [g] [kʰ] g 3
4 Դ դ դա [dɑ] [tʰɑ] [d] [tʰ] d 4
5 Եե եչ [jɛtʃʰ] [ɛ], სიტყვის დასაწყისში [jɛ]1 e 5
6 Զզ զա [zɑ] [z] z 6
7 Էէ է [e] [ɛ] [e] [ɛ] ē ê 7
8 Ըը ըթ [ətʰ] [ə] ə ë 8
9 Թթ թօ թո [tʰo] [tʰ] t‘ 9
10 Ժժ ժէ ժե [ʒɛː] [ʒɛ] [ʒ] ž 10
11 Իի ինի [ini] [i] i 20
12 Լլ լիւն լյուն [lʏn]² [l] l 30
13 Խխ խէ խե [χɛː] [χɛ] [χ] x 40
14 Ծծ ծա [tsɑ] [tsɑ] [dzɑ] [ts] [ts] [dz] c ç 50
15 Կկ կեն [kɛn] [kɛn] [gɛn] [k] [k] [g] k 60
16 Հհ հօ հո [ho] [h] h 70
17 Ձձ ձա [dzɑ] [tsʰɑ] [dz] [tsʰ] j 80
18 Ղղ ղատ [ɫɑt] [ʁɑt] [ʁɑd] [l], or [ɫ] [ʁ] ł ġ 90
19 Ճճ ճէ ճե [tʃɛː] [tʃɛ] [ʤɛ] [tʃ] [tʃ] [ʤ] č č̣ 100
20 Մմ մեն [mɛn] [m] m 200
21 Յյ յի հի [ji] [hi] [j] [h]³, [j] y 300
22 Նն նու [nu] [n], [ŋ] n 400
23 Շշ շա [ʃɑ] [ʃ] š 500
24 Ոո ո [o] [ʋɔ] [o], სიტყვის დასაწყისში [ʋɔ]4 o 600
25 Չչ չա [tʃʰɑ] [tʃʰ] č‘ č 700
26 Պպ պէ պե [pɛː] [pɛ] [bɛ] [p] [p] [b] p 800
27 Ջջ ջէ ջե [ʤɛː] [ʤɛ] [tʃʰɛ] [ʤ] [tʃʰ] ǰ 900
28 Ռռ ռա [rɑ] [ɾɑ] [r] [ɾ] 1000 რ (მაგარი)
29 Սս սէ սե [sɛː] [sɛ] [s] s 2000
30 Վվ վեւ վեվ [vɛv] [v], [ʋ] v 3000
31 Տտ տիւն տյուն [tʏn] [tʏn]5 [dʏn] [t] [t] [d] t 4000
32 Րր րէ րե [ɹɛː] [ɾɛ]6 [ɾɛ] [ɹ] [ɾ] r 5000 რ (რბილი)
33 Ցց ցօ ցո [tsʰo] [tsʰ] c‘ 6000
34 Ււ հիւն վյուն [hʏn] [w] [v]8 w 7000
35 Փփ փիւր փյուր [pʰʏɹ]9 [pʰʏɾ] [pʰ] p‘ 8000
36 Քք քէ քե [kʰɛː] [kʰɛ] [kʰ] k‘ 9000
37 Եվ/և և և [ev] [ev] [ev] [ev] [ev] ev ev - ევ
38 Օօ օ [o] [o] ô ò -
39 Ֆֆ ֆէ ֆե [fɛː] [fɛ] [f] f -

ძველ სომხურ ხელნაწერებში გვხვდება არაერთი ლიგატურა. მათ შორის ხშირად გამოიყენებოდა შემდეგი: մն (մ+ն), մե (մ+ե), մի (մ+ի), վն (վ+ն), մխ (մ+խ), և (ե+ւ) და სხვა.

ბლოკი 0530—058F
უნიკოდის კონსორციუმის სიმბოლოების ოფიციალური ცხრილი
0 1 2 3 4 5 6 7 8 9 A B C D E F
U+053x Ա Բ Գ Դ Ե Զ Է Ը Թ Ժ Ի Լ Խ Ծ Կ
U+054x Հ Ձ Ղ Ճ Մ Յ Ն Շ Ո Չ Պ Ջ Ռ Ս Վ Տ
U+055x Ր Ց Ւ Փ Ք Օ Ֆ ՙ ՚ ՛ ՜ ՝ ՞ ՟
U+056x ՠ ա բ գ դ ե զ է ը թ ժ ի լ խ ծ կ
U+057x հ ձ ղ ճ մ յ ն շ ո չ պ ջ ռ ս վ տ
U+058x ր ց ւ փ ք օ ֆ և ֈ ։ ֊ ֍ ֎ ֏

ბლოკი სომხური ენის ლიგატურებისათვის:

ბლოკი FB13—FB17
უნიკოდის კონსორციუმის სიმბოლოების ოფიციალური ცხრილი
0 1 2 3 4 5 6 7 8 9 A B C D E F
U+FB1x մն մե մի վն մխ

სომხურ დამწერლობისათვის განასხვავებენ აღმოსავლური და დასავლური სომხური ენების კლავიატურას.

კლავიატურა აღმოსავლეთ სომხური ენისათვის.
კლავიატურა დასავლეთ სომხური ენისათვის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]