სიონი (მარნეულის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
სიონი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
თემი | წერაქვი |
კოორდინატები | 41°17′31″ ჩ. გ. 44°42′55″ ა. გ. / 41.29194° ჩ. გ. 44.71528° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 710 მ |
მოსახლეობა | 192[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 71 % სომხები 25,5 % ბერძნები 2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სიონი — სოფელი საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარე შულავრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 710 მეტრ სიმაღლეზე. მარნეულიდან დაშორებულია 29 კილომეტრით, შულავერიდან 15 კმ-ით.
სოფელში მდებარეობს რუსთავის მეტალურგიული კომბინატის დამხმარე მეურნეობა — „ხალიბი“. სოფელსა და მის შემოგარენში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები, ადრინდელი შუა საუკუნეების ეკლესიები, ნასოფლარი ქალფა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 192 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 351 | 179 | 172 |
2014[1] | 192 | 88 | 104 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 379.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|