შინაარსზე გადასვლა

პეტერ ჰანდკე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიტერ ჰანდკე
გერმ. Peter Handke

ჰანდკე 2009 წელს
დაბადების თარიღი 6 დეკემბერი, 1942 (1942-12-06) (81 წლის)
დაბადების ადგილი გრიფენი, ავსტრია
საქმიანობა
ენა გერმანული ენა
ეროვნება ავსტრიელი
მოქალაქეობა
ალმა-მატერი გრაცის უნივერსიტეტი
პერიოდი 2019
ჟანრი რომანი, მოთხრობა, პოეზია, თეატრი, ესე, სცენარი, დღიური, პოემა და პიესა
Magnum opus
ჯილდოები გეორგ ბიუხნერის პრემია და ნობელის პრემია ლიტერატურაში[1] [2]
მეუღლე სოფი სემინი
შვილ(ებ)ი ემინა ჰენდკი და ლეოკიდა ჰენდკი
ხელმოწერა

პეტერ ჰანდკე (გერმანული წარმოთქმა: [ˈhantkə]; დ. 1942 წლის 6 დეკემბერი) — ავსტრიელი რომანისტი, დრამატურგი, მთარგმნელი, პოეტი, კინორეჟისორი და სცენარისტი. 2019 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „გავლენიანი შემოქმედებისთვის, რომელიც ლინგვისტური გამჭრიახობით ადამიანის გამოცდილების პერიფერიებსა და სპეციფიკას იკვლევს.“[3] მიუხედავად იმისა, რომ ჰანდკეს ღირსეულ ლაურეატად აფასებდნენ, საერთაშორისო დონეზე მისთვის პრემიის მინიჭება დაგმო არაერთმა საჯარო ფიგურამ და აკადემიკოსმა ინტელექტუალმა, მწერალმა თუ ჟურნალისტმა, რისი მიზეზიც ჰანდკეს მიერ სლობოდან მილოშევიჩის მხარდაჭერა იყო.

ჰანდკეს რომანები ძირითადად უკიდურესად ობიექტური ხასიათისაა, მათში ავტორი ექსტრემალურ სიტუაციაში მყოფი პერსონაჟების მდგომარეობას უემოციოდ, აუღელვებლად აღწერს. მწერლის შემოქმედების წამყვანი თემა ყოველდღიური რეალობის და რაციონალური წესრიგის გამანადგურებელი ეფექტები და ძირეული ირაციონალიზმია.[4]

1960-იანი წლების ბოლოს, ჰანდკემ, როგორც ავანგარდული დაჯგუფების წევრმა, აღიარება მოიპოვა პიესებით, მათ შორისაა საზოგადოების შეურაცხყოფა (1966). ჰანდკეს რომანებს შორის გამორჩეულია მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში (1970). 1971 წელს დედამისის თვითმკვლელობის შემდეგ ჰანდკემ მისი ცხოვრება და ტრაგიკული აღსასრული ასახა მოთხრობაში უსურვილო უბედურება (1972).

1973 წელს ჰანდკემ მიიღო გერმანულენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, გეორგ ბიუხნერის პრემია, თუმცა 1999 წელს ნატოს მიერ იუგოსლავიის დაბობმბვის მიმართ პროტესტის ნიშნად მწერალმა საპრიზო თანხა ენისა და მხატვრული სიტყვიერების გერმანულ აკადემიას დაუბრუნა.[5]

ჰანდკე იყო Grazer Gruppe-ის, Grazer Autorenversammlung-ის წევრი და ფრანკფურტის ავტორთა საგამომცემლო სახლის თანადამფუძნებელი. ჰანდკე მუშაობდა რეჟისორ ვიმ ვენდერსთან ერთად, მათი თანამშრომლობით შეიქმნა ფილმის — ბერლინის ცა — სცენარი (1987).

ჰანდკე XX საუკუნის II ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ორიგინალური გერმანულენოვანი ავტორია.[6][7]

ადრეული ცხოვრება და ოჯახი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰანდკე დაიბადა გრიფენში, ნაცისტურ გერმანიის (დღეს ავსტრიის) პროვინცია გაუ კართინაში.[6] მაამმისი, ერიკ შჩონმენი ბანკირი და ვერმახტის ჯარისკაცი იყო, რომელსაც პეტერი ზრდასრულობამდე არ შეხვედრია. დედამისი მარია, კართინიელი სლოვენი, დაქორწინდა ბრუნო ჰანდკზე, ტრამვაის მემანქანესა და ვერმახტის ჯარისკაცზე ბერლინიდან, პეტერის დაბადებამდე.[8] ოჯახი ცხოვრობდა ბერლინის პანკოვის რაიონში 1944-1948 წლებში, რომელიც შემდგომში საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ იყო. მარია ჰანდკეს აქ კიდევ ორი შვილი ეყოლა: პეტერის ნახევარდა და ნახევარძმა. ოჯახი შემდგომში დედამისის ქალაქ გრიფენში დაბრუნდა. პეტერის მიმართ მამამთილი ძალზედ ძალადობრივი იყო, ალკოჰოლიზმის დამსახურებით.[8] ჰანდეს გარემოცვამ განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულობა შეზღუდვების მიმართ.

1954 წელს, ჰანდკე გაგზავნეს ბიჭების კათოლიკურ ინტერნატ-სკოლა მარიუმში ტანზენბერგის სასახლესთან, სანქტ-ფაიტ-ან-დერ-გლანში. სადაც მას გამოსცა მის პირველი ნამუშევრები სკოლის გაზეთ ფაკელში.[8] 1959 წელს ის გადავიდა კლაგენფურტში სადაც დაასრულა საშუალო განათლება და 1961 წელს დაიწყო გრაცის უნივერსიტეტის იურიფიულ ფაკულტეტზე სწავლ.[6]

ჰანდკეს დედამ 1971 წელს თავი მოიკლა, რაც აირეკლა პეტერის რომანში უსურვილო უბედურება.[6][9]

გრაცის დატოვების შედეგ ჰანდკე ცხობრობდა დიუსელდორფში, ბერლინში, კრონბერგში, პარიზში, აშშ-ში (1978-1979 წლებში) და ზალცბურგში (1976-1988 წლებში).[10] 1990 წლის შემდეგ ცხოვრობს შავილში, პარიზთან ახლოს.[11] 2016 წელს მასზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი პეტერ ჰანდკე:ტყეში, შეიძლება დაიგვიანოს, რომლის რეჟისორიც კანინა ბელცი იყო.[12] 2006 წელს, ჰანდკე ნომინირებული იყო ჰაინრიხ ჰაინის პრემიაზე, თუმცა პრემია 50 000 ევროს ოდენობით დამტკიცებული უნდა ყოფილიყო დიუსელდორფის ქალაქის საბჭოს მიერ. ხოლო ქალქის საბჭოს მნიშვნელოვანმა პარტიებმა განაცხადეს რომ ისინი არ მისცემდნენ ხმას ჰანდკეს, რამაც პრემიიდან ჰანდეკ მოხსნა გამოიწვია.[13] 2012 წლის შემდეგ, ჰანდკე არის სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის წევრი. ის არის სერბეთის მართმადიდებლური ეკლესიის წევრი.[14][15]

2019 წლის ნოემბრის ოფიციალურმა გამოძიებამ დაამტკიცა რომ ჰანდკემ შეიძლება დაკარგა ავსტრიის მოქალაქეობა, როდესაც იუგოსლავიის პასპორტი და მოქალაქეობა მიიღო 1990-იანი წლების ბოლოს.[16]

გრაცში სწავლისას, ჰანდკემ საკუთარი თავი ჩამოაყალიბა როგორც მწერალი და შეუერთდა გრაცერ ჯგუფის გრაცის ახალგაზრდა მწერლების ასიციაციას.[10] ჯგუფი უშვებდა ლიტერატურულ გაზეთ მანუსკრიპტს, სადაც დაიბეჭდა ჰანდკეს პირველი ნამუშევრები.[6] ჯგუფის წევრები ასევე იყვნენ ვულფგენგ ბაუერი და ბარბარა ფრიშხმუთი.[17]

ჰანდეკემ სწავლა მიატოვა 1965 წელს,[6] მას შედეგ რაც გერმანულმა გამომცემლობა შუკრამ ვერლაგმა გამოსაცემად მიიღო მისი რომანი Die Hornissen (ჰორნეტები).[18] ჰანდკემ საერთაშორისო ყურადღება 1966 წლის ჯგუფი 47-ის ავანტგარდი ხელოვნების შეხვედრისას, პრინცტონ, ნიუ-ჯერსიში მიიპყრო.[19] ამავე წელს, მისი პიესა საზოგადოების შეურაწყოფა დაიდგა ფრანკფურტის კოშკის თეატრში, კლაუს პეიმანის ხელმძღვანებლობით.[18][19] ჰანდკე გახდა გამომცემლობა გერმ. Verlag der Autoren (ავტორთა გამომცემლობა)-ის თანადამფუძლენებილი 1969 წელს ახალი კომერციული კონცეპტით, რადგანაც იგი მწერლებს ეკუთვნოდა.[20] ის ასევე იყო გრაცერის ავტორთა კრების თანადამფუძნებელი 1973 წელს[21] და მისი წევრი ���ყო 1977 წლამდე.[10]

ჰანდკეს პირველი პიესა საზოგადოების შეურაწყოფა, რომლის პრემიერაც 1966 წელს ფრანკფურტში შედგა და ჰანდკე ცნობილი გახადა,[19] იყო ერთ-ერთი ექსპერიმენტული პიესა კონვენციური ისტორიის გარეშე.[6] მის მეორე პიესა კასპერში, ჰანდკე კასპერ ჰაუსერის ისტორიას მოექცა როგორც „კონფორმისტურლი სოციალური ზეწოლის ალეგორია“.[19]

1996 წელს, ჰანკეს მოგხაურობის ლიტერატურა Eine winterliche Reise zu den Flüssen Donau, Save, Morawa und Drina oder Gerechtigkeit für Serbien-მა (მოგზაურობა მდინარეებისაკენ: სამართლიანობა სერბეთისათვის) შექმნა სკანდალი, რადგანაც ნაწარმოებში სერბეთი წარმოდგენილი იყო იუგოსლავიის ომების მსხვერპლი. ამავე ნაწარმოებში ჰანდკემ დასავლური მედია გააკრიტიკა ომის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების არასწორად წარმოდგენისათვის.[22]

2014 წელს, ჰანდკემ ნობელის პრემია ლიტერატურაში „ცირკად“ გამოაცხადა და მისი გაუქმება მოითხოვა.[23]

2020 წლის თებერვალში, სიმა ავრამოვიჩმა, სერბეთის რესპუბლიკის დეკორაციების კომისიის პრეზიდენტიმა, ახსნა რომ ჰანდკეს, „სერბეთის და მისი მოქალაქეების წარმოდგენაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ რადგანაც ის „იცავდა სერბულ სიმართლეს“, გადაეცემოდა კარაგეორგის ვარსკვლავის ორდენი.[24][25]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://www.nobelprize.org/prizes/literature/2019/handke/facts/შვედეთის აკადემია, 2019.
  2. Laureate
  3. The Nobel Prize in Literature 2019.
  4. Peter Handke summary en. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 5 February 2022
  5. Chronik 1973 de. ციტირების თარიღი: 6 February 2022
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 „Peter Handke“. Britannica.com.
  7. Peter Handke Facts.
  8. 8.0 8.1 8.2 Peter Handke / österreichischer Schriftsteller de. ციტირების თარიღი: 11 October 2019.
  9. Curwen, Thomas (5 January 2003). „Choosing against life“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 11 October 2019.
  10. 10.0 10.1 10.2 Wenders, Wim. Peter Handke. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 16 September 2010.
  11. Messie und Messias / Wie wohnt eigentlich der Schriftsteller Peter Handke? Ein Hausbesuch. Süddeutsche Zeitung 8 October 2011
  12. Peter Handke – Bin im Wald. Kann sein, dass ich mich verspäte... de. Filmportal.de. ციტირების თარიღი: 14 May 2017.
  13. German Politicians to Block Prize for Milosevic Sympathizer. Deutsche Welle (May 31, 2006). ციტირების თარიღი: 16 September 2010.Eklat in Düsseldorf: Kein Heine-Preis für Handke - Politiker verweigern Zustimmung. too much -->
  14. Ian Traynor: Stand up if you support the Serbs / Austrian writer Peter Handke does, and his pro-Milosevic stance has enraged fellow artists. The Guardian, 21 April 1999
  15. James Smyth: Handke in Another Tempo wordpress.com
  16. „Nobel Prize Winner Handke Admits Having Yugoslav Passport“. The Associated Press. AP. 8 November 2019. ციტირების თარიღი: 25 November 2019.
  17. Wakounig, Marija (2018) East Central Europe at a Glance: People - Cultures - Developments. Munster, Germany: LIT Verlag, გვ. 302. ISBN 9783643910462. ციტირების თარიღი: 11 October 2019. 
  18. 18.0 18.1 Peter Handke / österreichischer Schriftsteller de. Suhrkamp Verlag. ციტირების თარიღი: 11 October 2019.
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 Hutchinson, Ben (23 August 2011). „Peter Handke's wilful controversies“. The Times Literary Supplement. ციტირების თარიღი: 11 October 2019.
  20. Martin Lüdke: 50 Jahre "Verlag der Autoren" / Mit Enthusiasmus gegründet Deutschlandfunk, 11 March 2019
  21. 40 Jahre Grazer Autorenversammlung ORF 15 June 2013
  22. Sage, Adam. (29 July 2006) Theatre boss's dismissal splits artistic community. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 2 ივნისი 2020.
  23. Mitchell, Charlotte. (10 October 2019) Olga Tokarczuk and Peter Handke win Nobel literature prizes. Al Jazeera. ციტირების თარიღი: 12 October 2019.
  24. Vučić dodijelio Handkeu Orden Karađorđeve zvijezde sh (15 February 2020). ციტირების თარიღი: 20 May 2020.
  25. Vučić odlikovao Zemana i Handkea sh (15 April 2020). ციტირების თარიღი: 20 May 2020.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეტერ_ჰანდკე“-დან