მუსტაფა IV
მუსტაფა IV | |
---|---|
Mustafâ-i râbi‘ | |
ოსმალეთის 29-ე სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1807 |
მმართ. დასასრული: | 1808 |
წინამორბედი: | სელიმ III |
მემკვიდრე: | მაჰმუდ II |
სხვა წოდებები: | ისლამის ხალიფა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 8 სექტემბერი 1779 |
დაბ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 16 ნოემბერი 1808 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მამა: | აბდულჰამიდ I |
დედა: | აიშე სენიეფერვერ სულთანი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
მუსტაფა IV (ოსმ. مصطفى رابع — Mustafâ-i râbi‘ , თურქ. Dördüncü Mustafa; დ. 8 სექტემბერი, 1779 — გ. 16 ნოემბერი, 1808) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი.
მუსტაფა IV იყო აბდულჰამიდ I-ის ვაჟი. ის ტახტზე ავიდა იანიჩართა აჯანყების შედეგად, რომლებმაც ტახტიდან ჩამოაგდეს სელიმ III მისი რეფორმის გამო. აჯანყებულთა ლიდერი მუსტაფა-ფაშა ქაბაქჯი დაინიშნა დიდ ვეზირად. ახალი ჯარები დაითხოვეს და რეფორმის მომხრეები სიკვიდილით დასაჯეს.
მუსტაფა IV-ის მმართველობის დროს რუსეთთან ომი გრძელდებოდა. ოსმალეთის ფლოტი განადგურდა ათონის ბრძოლის დროს, როდესაც ცდილბდნენ დარდანელის სრუტის ბლოკადის გარღვევას. 1807 წლის აგვისტოში დაიდო ზავი, რომლის დროსაც რუსეთის არმია აგრძელებდა დუნაის სამთავროს ოკუპაციას.
1808 წლის ზაფხულში რუშეთის გუბერნატორმა, მუსტაფა-ფაშა ბაირაქთარმა თავისი ერთგული ჯარით შევიდა კონსტანტინოპოლში ტახტზე სელიმ III-ის აღდგენის მიზნით. მუსტაფა IV-ის მომხრეებმა ვერ შეძლეს მისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა. სასახლის აღების დროს მუსტაფა IV-მ ბრძანება გასცა მოეკლათ მისი ბიძაშვილი და ყოფილი სულთანი, სელიმ III და უმცროსი ძმა მაჰმუდ II, მაგრამ მკვლელებმა ამ უკანასკნელის პოვნა ვერ შეძლეს. სასახლის აღების შემდეგ მუსტაფა-ფაშამ დააპატიმრა მუსტაფა IV და ტახტზე აიყვანეს უფლისწული მაჰმუდი.
1808 წლის ნოემბერში დაიწყო იანიჩარების მორიგი აჯანყება რომლის მონაწილენიც ცდილობდნენ კვლავ აეყვანათ მუსტაფა ტახტზე. აჯანყების დროს ყოფილი სულთანი მუსტაფა მაჰმუდ II-ის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: მუსტაფა IV
- http://www.osmanli700.gen.tr/english/engindex.html
- http://www.theottomans.org/english/index.asp
|