ალ-მუიზი
აბუ ტამინ მაად ალ-მუიზ ლი-დინილაჰი | |
---|---|
معد المعز لدين الله | |
ფატიმიდების სახალიფოს მე-4 ხალიფა | |
მმართ. დასაწყისი: | 953 |
მმართ. დასასრული: | 975 |
წინამორბედი: | ალ-მანსურ ბილაჰი |
მემკვიდრე: | ალ-აზიზ ბილაჰი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 26 სექტემბერი, 932 |
გარდ. თარიღი: | 21 დეკემბერი, 975 |
შვილები: | ალ-აზიზ ბილაჰი |
დინასტია: | ფატიმიდები |
მამა: | ალ-მანსურ ბილაჰი |
რელიგია: | შიიტური ისლამი |
ალ-მუიზი (სრული სახელი — აბუ ტამინ მაად ალ-მუიზ ლი-დინილაჰი , არაბ. معد المعز لدين الله დ. 26 სექტემბერი, 932 — გ. 21 დეკემბერი, 975) — ფატიმიდების სახალიფოს მე-4 ხალიფა 953-975 წლებში, ალ-მანსურ ბილაჰის ვაჟი.
ალ-მუიზი გონიერი მმართველი იყო. ის დაპყრობილ ტერიტორიებზე აჯანყებების თავიდან აცილების მიზნით მოსახლეობისთვის დამაკმაყოფილებელ რეფორმებს ატარებდა. გამოირჩეოდა რჯულშემწყნარებლობით. განსაკუთრებულად ეპყრობოდა ქრისტიან კოპტებს, რადგან მისი სახალიფოს მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენდნენ. ალ-მუიზი ასევე დიდ ყურადღებას აქცევდა ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას, პირადად მფარველობდა მხატვრებს, მწერლებსა და სწავლულებს. [1]
მისი მმართველობის პერიოდში ფატიმიდებმა მრავალ სამხედრო წარმატებას მიაღწიეს. 960-იან წლებში ბიზანტიის იმპერიას წაართვეს კუნძული სიცილია, 967 წელს საბოლოოდ დაიმორჩილეს ეგვიპტე და მნიშვნელოვანი სავაჭრო მაგისტრალები ჩაიგდეს ხელში. 973 წელს ხალიფამ დედაქალაქი მანსურიიდან მის მიერ დაარსებულ კაიროში, იგივე ალ-ქაჰირაში გადაიტანა, რის შემდეგაც ეგვიპტე გახდა სახალიფოს ცენტრი. ალ-მუიზმა ამის შემდეგ სირია-პალესტინის ხელში ჩაგდება განიზრახა. წარმატებული ბრძოლების შემდეგ, 975 წელს დამასკოს ასაღებად ბერბერთა არმიას სათავეში ჩაუდგა, თუმცა ლაშქრობის საწყის ეტაპზე გარდაიცვალა. [2] ჯარის მთავარსარდლობა და ფატიმიდთა ხალიფობა კი მისმა ვაჟმა ალ-აზიზ ბილაჰმა იკისრა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Halm, Heinz (1996). The Empire of the Mahdi: The Rise of the Fatimids, transl. by Michael Bonner, Handbook of Oriental Studies, Leiden: BRILL. ISBN 9004100563.
- Рыжов К. В. Фатимиды // Все монархи мира. Мусульманский Восток. VII—XV вв. — М. : Вече, 2004.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bosworth, C. E. (Autumn 1981). "A Mediaeval Islamic Prototype of the Fountain Pen?". Journal of Semitic Studies. XXVI (i).
- ↑ Phillip, Thomas; Haarmann, Ulrich, eds. (1999). The Mamluks in Egyptian politics and society. Cambridge studies in Islamic civilization. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-59115-7.
წინამორბედი: ალ-მანსურ ბილაჰი |
ფატიმიდი ხალიფა 953-975 |
შემდეგი: ალ-აზიზ ბილაჰი |