მატნისხევი
იერსახე
მატნისხევი | |
---|---|
მდინარე მატნისხევი სოფელ მატანთან | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ახმეტის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
სათავე |
პანკისის ქედი 42°08′15″ ჩ. გ. 45°10′07″ ა. გ. / 42.137750° ჩ. გ. 45.168833° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1185 მ |
შესართავი |
ილტო 42°03′26″ ჩ. გ. 45°12′46″ ა. გ. / 42.057222° ჩ. გ. 45.212778° ა. გ. |
სიგრძე | 11,8 კმ |
აუზის ფართობი | 28,1 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
მატნისხევი ვიკისაწყობში |
მატნისხევი – მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს პანკისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1185 მ, ერთვის მდინარე ილტოს მარცხნიდან ქალაქ ახმეტის ბოლოდან ჩრდილოეთით 500 მეტრის მანძილზე. სიგრძე 11,8 კმ, აუზის ფართობი 28,1 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. შუა და ქვემო დინებაში იყენებენ სარწყავად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 495.