მასარა
იერსახე
მასარა | |
---|---|
კოორდინატები: 42°23′48″ ჩ. გ. 45°13′33″ ა. გ. / 42.396722° ჩ. გ. 45.225889° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3279 მ |
ქედი | ქართლის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, ქვიშაქვა და კვარციტი |
მასარა — მთა საქართველოში, დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ქართლისა და კახეთის ქედების შესაყართან, მდინარე ივრის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3279 მ. აგებულია ასპიდური თიხაფიქლების, ქვიშაქვებით და კვარციტებით. დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი კალთები ციცაბოა, ფლატოვანი, დანარჩენი — დამრეცი. დამახასიათებელია სუბალპური და ალპური ლანდშაფტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 481.