შინაარსზე გადასვლა

მალაიური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალაიური
Bahasa Melayu, بهاس ملايو
გავრცელებულია მალაიზია, ბრუნეი, სინგაპური, სამხრეთი ტაილანდი, სამხრეთი ფილიპინები
მოლაპარაკეთა რაოდენობა 20–30 მლნ.

რანგი: 54

ოფიციალური სტატუსი ოფიციალური ენა: მალაიზია, ბრუნეი, სინგაპური
ლინგვისტური კლასიფიკაცია ავსტრონეზიული
მალაიურ-პოლინეზიური
მალაური
დამწერლობის სისტემა ლათინური, იშვიათად არაბული
ენის კოდები ISO 639-1: ms
ISO 639-2: may msa
SIL: MLI
რუკა


ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-ms}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიამალაიური


მალაიური ენა (ან ინდონეზიური ენა) — მალაიზიის სახელმწიფო ენა. განეკუთვნება მალაიურ-პოლინეზიურ ენათა ინდონეზიურ ჯგუფს[1]. იგი დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ენას მიეკუთვნება. ამ ენაზე საუბრობს დაახლ. 200 მლნ. კაცი. მალაიური ენა მოსაუბრეთა უმეტესობისათვის მხოლოდ მეორე ენაა. ეს ენა წარმოადგენს ერთგვარ ლინგვა ფრანკას და ძირითადად მალაიზიისა და ინდონეზიის გეოგრაფიულ სივრცეში გამოიყენება. გარდა ამისა, მალაიური, ანუ ინდონეზიური ენა მალაიზიისა და ინდონეზიის რესპუბლიკის სახელმწიფო ენაცაა.

ინდონეზიაში არსებობს ასობით რეგიონული ენა, რომლებზე მოსაუბრეთა რაოდენობა ხშირად რამდენიმე ას კაცს ითვლის. ეს მცირე ენები ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება მალაიურისაგან/ინდონეზიურისაგან.

ძველი მალაიური ენის წერილობითი ძეგლები ცნობილია VII საუკუნიდან. XV-XIX სს-ში მალაიურ ენაზე შეიქმნა მდიდარი ლიტერატურა (დამწერლობა არაბულ გრაფიკას ემყარებოდა)[1].

ამ ენის საფუძველზე ჩამოყალიბდა თანამედროვე ინდონეზიური ენა. ამჟამად დამწერლობა ეფუძნება ლათინურ გრაფიკასაც და არაბულსაც (მეორე ოფიციალური დამწერლობა მალაიზიაში და ბრუნეიში).

  • Adelaar, K., "Where does Malay come from? Twenty years of discussions about homeland, migrations and classifications", Bijdragen tot de Taal-, Land- en Volkenkunde 160 (2004), no: 1, Leiden, 1-30

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 382.