კულიონი
კულიონი | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
---|---|---|
შიდა დაყოფა | Balala[1] , Baldat[1] , Binudac[1] , Burabod[1] , Culango[1] , De Carabao[1] , Galoc[1] , Halsey[1] , Jardin[1] , Libis[1] , Luac[1] , Malaking Patag[1] , Osmeña[1] და Tiza[1] | |
კოორდინატები | 11°53′40″ ჩ. გ. 120°01′07″ ა. გ. / 11.89444° ჩ. გ. 120.01861° ა. გ. | |
დაარსდა | 1992 | |
ფართობი | 499.59 კვადრატული კილომეტრი | |
მოსახლეობა | 23 213 (1 მაისი, 2020)[2] | |
სატელეფონო კოდი | 48 | |
საფოსტო ინდექსი | 5315 | |
| ||
კულიონი (ოფიციალურად კულიონის მუნიციპალიტეტი; ტაგალ. Bayan ng Culion) ― მესამე კლასის მუნიციპალიტეტი პალავანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 20 139 ადამიანს. პროვინცია შედგება კულიონის კუნძულისა და ირგვლივ მდებარე 41 კუნძულისგან, რომლებიც კალამიანის კუნძულების ჯგუფს მიეკუთვნებიან.
ამერიკის კოლონიური რეჟიმის დროს პროვინცია ფილიპინების ამერიკული თანამეგობრობის კეთროვანთა კოლონიას წარმოადგენდა. 1980-იან წლებში კეთროვანთა კოლონია გაუქმდა. 2006 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იგი კეთრისგან თავისუფალ ტერიტორიად გამოაცხადა.[3][4] მუნიციპალიტეტი 1992 წლის 19 თებერვალს, 7193-ე რესპუბლიკური აქტის საფუძველზე შეიქმნა.[5] 2017 წლის მაისში ფილიპინების ეროვნულმა კომისიამ იუნესკოსთვის კულიონის ლეპროსიის დოკუმენტური მემკვიდრეობის შეგროვება დაიწყო, რომელიც მომავალში იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების პროგრამაზე ნომინირებისთვის უნდა გამოიყენოს.[6] 2018 წლის მაისში კულიონის მუზეუმი და არქივები ოფიციალურად ნომინირებულ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის აზია-ოკეანეთის პროგრამაში.[7] 2018 წლის 18 ივნისს კულიონის ლეპროსიის არქივები ოფიციალურად შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის აზია-ოკეანეთის რეგისტრში. დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული არქივი ფილიპინების რიგით მეხუთე საერთაშორისოდ აღიარებული დოკუმენტური მემკვიდრეობა იქნება.[8]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუილონი კუნძულია, რომელიც პალავანის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. იგი კალამიანის არქიპელაგის ნაწილია, რომელიც პალავანის ჩრდილოეთითაა გადაჭიმული და მოიცავს იმ სხვა მუნიციპალიტეტებსაც: ბუსუანგა, კორონი და ლინაპაკანი. ესპანური პერიოდის დროს მათ Las Islas de Calamianes, Provincia de España ეწოდებოდა.
მუნიციპალიტეტის ფართობი 500 კმ²-ია, ირგვლივ მდებარე 41 პატარა კუნძულის ჩათვლით. ტერიტორიული წყლების ჩათვლით მათი ფართობი 1 191.39 კმ²-ია. კულიონი უდიდესი კუნძულია და 389კმ² ფართობისაა. მას ჩრდილოეთითან კუნძული ბუსუანგა ესაზღვრება, აღმოსავლეთით - კორონის რიფი, სამხრეთით - ლინაპაკანის კუნძული და დასავლეთით - სამხრეთ ჩინეთის ზღვა.
კულიონის ზღვაში 201 სახეობის თევზი ბინადრობს, მათ შორის კომერციული მნიშვნელობის მქონე თევზებიც: ლაპუ-ლაპუ, კანუაპინგი, მაია-მაია, ტანგუიგი, დალაგანგ ბუკიდი და ბისუგო. მრავლად ბინადრობენ კალმარები, კრევეტები, კიბორჩხალები და სხვ.
კულიონის ზღვაში სამი ეკოსისტემა: მანგროს, წყლის მცენარეულობისა და მარჯნების ეკოსისტემები საზღვაო მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს. კულიონის სანაპიროს მანგროს 17 სახეობა ფარავს. კულიონში 9 სახეობის წყლის მცენარე და მარჯნების 47 გვარის პოვნაა შესაძლებელი, რომელიც ფილიპინე���ში არსებული მარჯნების გვართა 60%-ს შეადგენს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1858 წელს კალამიანესი 2 ნაწილად გაიყო: კასტილიად და ასტურიასად. კასტილია მოიცავდა პალავანის ჩრდილოეთ ნაწილს, სადაც მისი დედაქალაქი ტაი-ტაი მდებარეობდა. ასტურიასი ბალაბაკის სამხრეთ ნაწილს მოიცავდა. 1873 წელს პალავანის დედაქალაქი ტაი-ტაის ნაცვლად კუიო გახდა.
ფრანგმა ანთროპოლოგმა, ალფრედ მარჩმა ფილიპინებში მოგზაურობისას მრავალი ადგილი გამოიკვლია და ჩანაწერებიც გააკეთა, რომელიც შემდეგში საფრანგეთის ელჩმა, პიერ რევოლმა თარგმნა. მარჩი კულიონს კალამიანესის მთავარ სოფლად მოიხსენიებს. ფაქტი, რომ მანილიდან კულიონამდე ნავი თვეში ერთხელ მოდიოდა ხაზს უსვამს, რომ ამ ადგილის ეკონომიკა იზრდებოდა. ადგილობრივი ადგილებისა და მოსახლეობის მარჩისეული აღწერა (1880-იანი წლები) კალამიანესის ეთნოგრაფიის მნიშვნელოვანი ინდიკატორებია.
1906 წლის 27 მაისს კულიონზე პოლილიოსა და მინდანაოს სანაპირო დაცვის კატერებით სებუდან 370 პაციენტი გადაიყვანეს. მომდევნო წლის 12 სექტემბერს, 1711-ე რესპუბლიკური აქტის შესაბამისად ფილიპინების კომისიამ ჯანდაცვის დირექტორს სრული უფლებამოსილება მიანიჭა კეთროვანთა სავალდებულო სეგრეგაციისა და კულიონზე მკურნალობისთვის. 1906-1910 წლებში ამერიკელებმა 5 303 კეთროვანი გადაიყვანეს კოლონიაში. 1913 წელს კოლონიაში ალუმინისგან დამზადებული სპეციალური მონეტები მოჭრეს. 1917 წლის 1066-ე აქტის თანახმად, სანატორიუმის წყლის ეფექტური მენეჯმენტისთვის იურისდიქცია ჯანდაცვის დირექტორს ეძლეოდა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის აღწერით, კულიონის მოსახლეობა 20 139 ადამიანს უდრის, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე 40 ადამიანია ერთ კმ²-ზე.
კულიონის პირველი მოსახლეები ტაგბანვას ერთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება, უმცირესობათა ჯგუფს, რომელიც მეთევზეობითა და საკვების შეგროვებით ირჩენს თავს. ტაგბანავას ტომები ეროვნულ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს ინარჩუნებენ, თუმცა მუსლიმური კულტურისა და სოციალური ორგანიზაციის დიდ გავლენას განიცდიან. დღეისთვის, ტაგბანავას ტომების ბევრი წეს-ჩვეულება გადაგვარდა და ბევრიც ქრისტიანობაზე მოექცა. ისინი ძლიერ მარგინალიზებულები არიან და კულიონის მოსახლეობის მხოლოდ 8%-ს შეადგენენ. აბორიგენებისთვის 9032-ე რესპუბლიკური აქტის შესაბამისად კარაბაოს ბარანგაი შეიქმნა. 1997 წელს მათთვის აბორიგენთა უფლებების აქტი გამოიცა.
1906 წელს კეთროვანთა კოლონიის დაარსების შემდეგ კულიონში ავადმყოფები და სამედიცინო პერსონალი ფილიპინების სხვადასხვა კუთხიდან ჩამოიყვანეს, რომლებმაც მუნიციპალიტეტში თავიანთი წეს-ჩვეულებები, დიალექტები და რეგიონული მახასიათებლები შემოიტანეს, რის გამოც კულიონი ჰეტეროგენული მოსახლეობით ხასიათდება.
პოპულარულ კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წლის ფილმში კულიონი აღწერილია კუნძულის ისტორია 1940-იან წლებში, როდესაც დაავადება სიასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა.[9]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Culion Profile at PhilAtlas.com
- Philippine Census Information
- Local Governance Performance Management System
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 https://psa.gov.ph/classification/psgc/?q=psgc/barangays/1705322000
- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Ronald Fettes Chapman (1982). Leonard Wood and leprosy in the Philippines: the Culion Leper Colony, 1921-1927. University Press of America, გვ. 85–86. ISBN 0-8191-1977-6.
- ↑ Bartolome, Jessica (August 27, 2017). „Inside Culion, the Philippines' "Island of No Return"“. GMA News (ინგლისური).
- ↑ Republic Act No. 7193 - An Act Creating the Municipality of Culion in the Province of Palawan (19 February 1992). ციტირების თარიღი: 28 January 2016.
- ↑ PH NatCom visits Culion Island in Palawan (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-26.
- ↑ Nomination Information – Memory of the World Committee for Asia and the Pacific.
- ↑ Culion Leprosy Archives (2018) – Memory of the World Committee for Asia and the Pacific (June 18, 2018).
- ↑ Silvestre, Edmund (December 6, 2019). „MMFF entry 'Culion' to mount red carpet world premiere in Culion, Palawan“. Sunstar Manila (English). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 9, 2019. ციტირების თარიღი: December 26, 2019.
|