შინაარსზე გადასვლა

კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია
ბერძ. Οικουμενικό Πατριαρχείο Κωνσταντινουπόλεως; თურქ. Rum Ortodoks Patrikhanesi


კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის გერბი

ინფორმაცია
დამაარსებელი

ანდრია პირველწოდებული

ავტოკეფალია

330 წ.

ადგილი დიპტიქში

მე-1

წინამძღვარი

ბართლომე I

რეზიდენცია

სტამბოლითურქეთი

არეალი

კონსტანტინოპოლი, ათონის მთა, კრეტა, დოდეკანესი და ჩრდილოეთი საბერძნეთი, კორეა

საეკლესიო ენა

ბერძნული, ინგლისური, ფრანგული, კორეული, თურქული

ოფიციალური საიტი

http://www.ec-patr.org/

კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია (ბერძ. Οικουμενικό Πατριαρχείο Κωνσταντινουπόλεως; თურქ. Rum Ortodoks Patrikhanesi) — ავტოკეფალური, მართლმადიდებლური, სამოციქულო ეკლესია. პირველი ადგილი უკავია მართლმადიდებელ ეკლესიათა დიფტიქში. დაარსებულია ანდრია პირველწოდებულის მიერ. შეიქმნა ბიზანტიის იმპერიის ყოფილი დედაქალაქაქის, კონსტანტინოპოლის ეპარქიის ბაზაე, რამაც განაპირობა მისი ეპისკოპოსის (451 წლიდან პატრიარქის) წამყვანი მდგომარეობა მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც ეკლესიის დოგმატიკურ-საკულტო, ასევე საეკლესიო-ორგანიზაციულ ურთიერთობებში. 1453 წელს კონსტანტინოპოლის ოსმალეთის მიერ დაპყრობისა და ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ჩამოსცილდა მთელი რიგი ეკლესიები, რომლებიც ავტოკეფალური გახდნენ. ოსმალებმა კონსტანტინოპოლის პატრიარქს მიანიჭეს სრული დამოუკიდებლობა საეკლესიო საქმეებში და სამოქალაქო უფლება მართლმადიდებელ მოსახლეობაზე სახელმწიფოს ფარგლებში. 1922 წელს კონსტანტინოპოლის ეკლესიის შემადგენლობაში შეიქმნა 4 ეპარქია აშშ-ში, დასავლეთ ევროპაში დაინიშნა ეგზარქოსი ფიატირის მიტროპოლიტის ტიტულით. 1924 წელს შეიქმნა 2 ეპარქია ავსტრალიაში. კოსნანტინოპოლის პატრიარქი იწოდება „კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსად და მსოფლიოს პატრიარქად“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]