თავისუფალი ვარდნის აჩქარება
თავისუფალი ვარდნის აჩქარება, სიმძიმის ძალის აჩქარება — აჩქარება, რომელსაც სიმძიმის ძალა ანიჭებს თავისუფალ მატერიალურ წერტილს. როგორც სიმძიმის ძალა, ისე თავისუფალი ვარდნის აჩქარებაც დამოკიდებულია ადგილის განედსა და ზღვის დონიდან მის სიმაღლეზე.
თბილისის განედისათვის ზღვის დონეზე თავისუფალი ვარდნის აჩქარება =9.80320 მ/წმ2, სტანდარტული (ნორმალური) თავისუფალი ვარდნის აჩქარება =9.80665 მ/წმ2.
ყველა პლანეტას თუ თანამგზავრს გააჩნია საკუთარი თავისუფალი ვარდნის აჩქარება.
მსოფლიო მიზიდულობის კანონიდან გამომდინარე M მასის კოსმიური სხეულზე თავისუფალი ვარდნის აჩქარება გამოითვლება ფორმულით:
- ,
სადაც — გრავიტაციული მუდმივაა (6.67430[15]·10−11 მ3·წმ−2·კგ−1), — პლანეტის მასა, — პლანეტის რადიუსი.
გრავიტაციული აჩქარება კოსმიური სხეულის (ნულოვანი) ზედაპირიდან სიმაღლეზე გამოითვლება ფორმულით:
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 566-567.