ვენის კონგრესი
ვენის კონგრესი — ევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლების კონფერენცია რომელიც ჩატარდა ავსტრიის იმპერიის დედაქალაქ ვენაში 1814 წლის სექტემბრიდან – 1815 წლის ივნისის ჩათვლით. მისი მიზანი იყო საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გაანალიზება და გადაწყვეტა. ნაპოლეონზე გამარჯვებულ ქვეყნებს: რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, პრუსიასა და ავსტრიას მიღწეული შედეგების ხელშეკრულებებში ასახვა და საერთაშორისო ურთიერთობების ახალ წესებზე შეთანხმება სურდათ. მათთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის რევოლუციის, როგორც მონარქიის დამხობის პრეცედენტის, შედეგების აღმოფხვრა. ამიტომაც აღადგინეს ბურბონთა დინასტია. მონაწილეთა საერთო მიზანს ევროპაში აბსოლუტიზმის გაძლიერება წარმოადგენდა.
მიმდინარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საერთო მიზნების გარდა მონაწილეებს ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებიც ჰქონდათ ამიტომაც შეხვედრები მიმდინარეობდა ფარული ინტრიგების ფონზე. კონგრესს ავსტრიელი დიპლომატი, გრაფი მეტერნიხი ხელმძღვანელობდა. საფრანგეთს ტალეირანი წარმოადგენდა. რუსულ დელეგაციაში იყო იმპერატორი ალექსანდრე I. კონფერეციაში ასევე მონაწილეობდნენ; ესპანეთი, პორტუგალია, შვედეთი. ასევე: დანია, შვეიცარია, რომის პაპის წარმომადგენელი და ბავარია.
გადაწყვეტილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასკვნით აქტს, ხელი მოეწერა 1815 წლის 9 ივნისს. მის დებულებებში შედის:
- რუსეთს გადაეცა ვარშავის საჰერცოგოს დიდი ნაწილი და 1809 წელს შვედეთისგან მიღებული ფინეთი დაიკანონა.
- პრუსიას გადაეცა საქსონიის ორი მეხუთედი, ვარშავავის საჰერცოგოს ნაწილი, დანციგი და რაინლანდ–ვესტფალია.
- შეიქმნა გერმანიის კავშირი (კონფედერაცია), რომელიც 39 სახელმწიფოსგან შედგებოდა. ავსტრიისა და პრუსიის მხოლოდ ნაწილი მოხვდა კონფედერაციის ტერიტორიაზე.
- ნიდერლანდები და სამხრეთ ნიდერლანდები (დაახლ. თანამედროვე ბელგია) გაერთიანდა ერთიან კონსტიტუციურ მონარქიაში.
- შვეიცარიას მიენიჭა ნეიტრალიტეტი.
- ავსტრიამ ბელგიის სანაცვლოდ მიიღო ლომბარდია და ვენეცია
- შვედეთმა შეიერთა ნორვეგია იმ პირობით, რომ ნორვეგიას მიენიჭებოდა ფართო ��ვტონომიის სტატუსი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 363.
- Ferraro, Guglielmo. The Reconstruction of Europe; Talleyrand and the Congress of Vienna, 1814–1815 (1941)
- Gulick, E. V. "The final coalition and the Congress of Vienna, 1813-15" in C. W. Crawley, ed., The New Cambridge Modern History, vol 9, 1793-1830 (1965) pp 639–67.