ეპიფანე (დუმენკო)
უნეტარესი მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა ეპიფანე | ||
| ||
---|---|---|
15 დეკემბერი, 2018-დან | ||
არჩევა: | 15 დეკემბერი, 2018 | |
ინტრონიზაცია: | 3 თებერვალი, 2019[1] | |
ეკლესია: | უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია | |
განათლება: | ათენის უნივერსიტეტი, კიევის სასულიერო აკადემია და სემინარია | |
სამეცნიერო ხარისხი: | ღვთისმეტყველების დოქტორი | |
დაბადების სახელი: | სერგი პეტრეს ძე დუმენკო | |
დაბადება: | 3 თებერვალი, 1979 ვოლკოვო, ივანოვკის რაიონი, ოდესის ოლქი, უკრაინა | |
ბერად აღკვეცა: | 21 დეკემბერი, 2007 | |
ეპისკოპოსად კურთხევა: | 15 ნოემბერი, 2009 | |
ჯ��ლდოები: |
ეპიფანე (დუმენკო) (ერისკაცობაში — სერგი პეტრეს ძე დუმენკო, უკრ. Думенко Сергій Петрович; დ. 3 თებერვალი, 1979, ვოლკოვო, ივანოვკის რაიონი, ოდესის ოლქი, უკრაინა) — უკრაინელი სასულიერო მოღვაწე. კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი 2018 წლის 15 დეკემბრიდან.[2]
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტობამდე იყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქოს) ეპისკოპოსი, პერეიასლავისა და ბელოცერკვის მიტროპოლიტი (2010-2018 წწ.).
არის ღვთისმეტყველების დოქტორი. კიევის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების აკადემიის რექტორი და ბიბლიური და ფილოლოგიური კათედრის პროფესორი. უკრაინის ჟურნალისტების ეროვნული საზოგადოებისა და ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციის წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიტროპოლიტი ეპიფანე 1979 წლის 3 თებერვალს, სოფელ ვოკლოვოში, ივანოვკის რაიონში, ოდესის ოლქში დაიბადა. სწავლობდა სოფელ ძველ ჟადოვაში, ჩერნოვიცის ოლქში. 2007 წლის დეკემბერში, წმიდა მიქაელის მონასტერში ბერად აღიკვეცა ეპიფანეს სახელით. 2008 წლის მარტში იგი კიევის წმინდა მიქაელის ვიდუბიცკოს მამათა მონასტრის წინამძღვარია, ამავე წლის მაისიდან კიევის ეპარქიის საქმეთა მმართველი. 2009 წელს იგი ეპისკოპოსად გამოარჩიეს და აგრეთვე კიევის საღვთისმეტყველო აკადემიის რექტორი გახდა. 2012 წლის იანვარში პატრიარქ ფილარეტის მიერ აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. იმავე წელს მეუფე ეპიფანე გახდა ღვთისმეტყველების დოქტორი და სათავეში ჩაუდგა სინოდალურ განყოფილებას სასულიერო განათლების საკითხებში. მოგვიანებით იგი გამოარჩიეს პატრიარქ ფილარეტის მოსაყდრედ მისი გარდაცვალების ან ავადმყოფობის შემთხვევაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", 20-26 დეკემბერი, #38, გვ. 17-18.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Оголошення про інтронізацію Митрополита Київського і всієї України Епіфанія. www.pomisna.info. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2019.
- ↑ უკრაინის ეკლესიის ახალი მეთაური. akhalitaoba.ge. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2019.
|
|