ელყანთა
იერსახე
ელყანთა[3][4] — სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში (წონის თემი).
მდებარეობს ერწოს უღელტეხილის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1670 მ-ზე. ჯავიდან დაშორებულია 27 კმ-ით, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) — 37 კმ-ით. 1989 წლის აღწერით სოფელში იყო 25 მცხოვრები (ოსები).
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წლის აღწ. | 25 | - | - |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 561.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 134.