ევბლეფარისებრნი
იერსახე
ევბლეფარისებრნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Eublepharidae | |||||||||||||
|
ევბლეფარისებრნი (ლათ. Eublepharidae) — ხვლიკების ოჯახი. ახლოს დგანან გეკონისებრებთან, რომელთაგან განსხვავდებიან მოძრავი ქუთუთოებით, ორმხრივ ჩაზნექილი მალებით. ჩვეულებრივ აქვთ თხემის ერთი ძვალი. მათი სხეულის სიგრძე 16,5 სმ აღწევს. ცნობილია 5 გვარი და 25 სახეობა. გავრცელებული არიან ცენტრალურ ამერიკაში, აფრიკაში, წინა და სამხრეთ აზიაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუსხელიშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 30.