დეისი
იერსახე
სოფელი | |
---|---|
დეისი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
თემი | მოლითი |
კოორდინატები | 41°58′00″ ჩ. გ. 43°21′00″ ა. გ. / 41.96667° ჩ. გ. 43.35000° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVIII საუკუნე |
ადრეული სახელები | გდეისი |
ცენტრის სიმაღლე | 720 მ |
მოსახლეობა | 154[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დეისი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული მოლითი).
მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე, მდინარე ჩხერიმელას მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 720 მ-ზე,ხარაგაულიდან 20 კილომეტრის დაშორებით.
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში გდეისის სახელწოდებით, თუმცა იოჰან გიულდენშტედტი სოფელს „დეისს“ უწოდებს. 1711 დეისი ქართლის სააბაშიოს შემადგენლობაში შევიდა, რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ — გორის მაზრაში, ხოლო ქუთაისის გუბერნიის შექმნის შემდეგ — შორაპნის მაზრაში. სოფელში დგას XIX საუკუნის წმინდა კვირიკეს ეკლესია. ნაგებია ჭალის თლილი ქვის სწორი რიგებით.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 154 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 265 | 118 | 147 |
2014[1] | 154 | 72 | 82 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 441.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II