გურძიევცეკი
იერსახე
გურძიევცეკი | |
---|---|
კოორდინატები: 42°47′44″ ჩ. გ. 43°39′15″ ა. გ. / 42.795583° ჩ. გ. 43.654278° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 3349 მ |
ქედი | კავკასიონი |
გურძიევცეკი, საქართველოს გადასასვლელი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში.
მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარეების რიონისა და ურეხის წყალგამყოფ მწვერვალებს ციხვარგასა და ბურჭულას შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3349 მ. გურძიევცეკი მდინარე ნოწარულას ხეობით სოფელ ჭიორას (ონის მუნიციპალიტეტი) აკავშირებს სოფელ ძინაღთან (ჩრდილოეთი ოსეთი). 1724 წელს ამ უღელტეხილზე გადავიდა ლტოლვილი მეფე ვახტანგ VI 1200 თანამგზავრით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 226.
|