გარნისი
დაბა | |
---|---|
გარნისი Գառնի | |
პანორამა | |
ქვეყანა | სომხეთი |
მარზა | კოთაიგი |
კოორდინატები | 40°07′10″ ჩ. გ. 44°43′23″ ა. გ. / 40.11944° ჩ. გ. 44.72306° ა. გ. |
ფართობი | 33.42 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 1 400 მ |
ოფიციალური ენა | სომხური |
მოსახლეობა | 7,415 კაცი (2008) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
საფოსტო ინდექსი | 2215 |
გარნისი, გარნი (სომხ. Գառնի) — დაბა სომხეთში. მდებარეობს ერევნიდან 28 კმ-ში კოტაიქის პროვინციაში, გეღამის მთების ძირას, მდინარე აზატის ხეობაში. მოსახლეობა 7 215 კაცი. აგებულია კლდოვან კონცხზე (ზღვის დონიდან 1400 მ).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც ფიქრობენ გარნისი დაარსებულია ძვ. წ. II საუკუნეში. გარნისის ციხე სომხეთს იცავდა ჩრდილოეთიდან პირველად მოიხსენიება ტაციტუსის „ანალებში“. გარნისი სომეხ მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო. IV საუკუნეში აქ საეპისკოპოსო კატედრა დაარსდა. გარნისი XV საუკუნემდე მნიშვნელოვან საეკლესიო-სამონასტრო ცენტრად დარჩა. X-XII საუკუნეების შემდეგ გარნისის ციხემ დაკარგა მნიშვნელობა: ჟამთააღმწერელი გარნისს უკვე სოფლად მოიხსენიებს. XVII საუკუნეში ირან-ოსმალეთის ომების შედეგად გარნისში მოსახლეობა მოისპო. ხელახლა აღდგა სომხეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ. 1830 წელს ირანიდან აქ სომეხთა 100 ოჯახი გადმოსახლდა.
1225 წელს, დაბა გარნისში გაიმართა ბრძოლა ქართველებსა და ხვარაზმელებს შორის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 7.