ბერთა
იერსახე
ბერთა — ქართული მონასტერი ისტორიულ საქართველოში, კლარჯეთში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). მონასტერი დაარსდა VIII-IX საუკუნეებში, გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს. აქ შემოქჩენილი მონუმენტური ნაგებობის ნაშთი სავარაუდოს ხდის, რომ ბერთაში სასწავლებელი არსებობდა. ცნობილია ბერთის ორი ოთხთავი. ერთი (X ს.) დაცულია აშშ-ში, ქ. ნიუ-ტონში, მეორე (XII ს.), რომელიც ბეშქენ ოპიზარს ოქროჭედურ ყდაში ჩაუსვამს, — თბილისში (ხელნაწერთა ინსტიტუტი, Q — 906). ბერთაში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწიგნობარი ზეკეპე ბერთელი (X ს.). კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა ბერთის მონასტერი გაძარცვეს და მეჩეთად გადააკეთეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მენაბდე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 317.