შინაარსზე გადასვლა

ბედან II დადიანი

მასალა ვიკიპედიიდ��ნ — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბედან ჯუანშერის ძე დადიანი)
ტერმინს „დადიანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დადიანი.

ბედან (ბედიან) ჯუანშერის ძე დადიანიოდიშის ერისთავი XIII საუკუნის შუა წლებში. მხარში ედგა ცენტრალურ ხელისუფლებას მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში. 1259-1261 დავით VI ნარინს ეხმარებოდა მონღოლთა წინააღმდეგ და დასავლეთ საქართველოში მეფის ხელისუფლების განმტკიცებისათვის ბრძოლებში. ჰქონდა სამეფო კარის მანდატურთუხუცესის ტიტული. ამ წოდებით მოხსენიებულია ის მარტვილისა და ხობის ხატების წარწერებში. ამავე წყაროთი ცნობილია დადიანის ოჯახობა — მეუღლე, ხუაშაქ ბეგა ქართლის ერისთავის ქალიშვილი და შვილები: გიორგი (სავარაუდოდ გიორგი I დადიანი), ივანე და ერაშაჰრი.

ზოგიერთი მკვლევარი ბედან დადიანს „ჟამთააღმწერელის“ ცოტნე დადიანთან, ჯუანშერს ხობის ფრესკაზე გამოსახულ შერგილ დადიანთან (ცოტნეს მამა), ხოლო სახელ „ბედანს“ დადიანთა ზედწოდება „ბედიანთან“ აიგივებს („ქართლის ცხოვრების“ 2008 წლის აკადემიური გამოცემის ძირითად ტექსტში „ბედანი“ ჩანაცვლებულია „ბედიანით“).

  • ბერაძე თ., ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, ტ. 3;
  • ბერძენიშვილი ნ., ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენის გამო, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 1, თბ., 1964;
  • ინგოროყვა პ., რუსთაველიანას ეპილოგი, თხზ. კრ., ტ. 1, თბ., 1963;
  • სოსელია ო., სამეგრელოს სამთავროს წარმოშობის თარიღისათვის, «მიმომხილველი», 1951, ტ. 2;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 3, თბ., 1966;
  • მეტრეველი, რ. (რედ.), ქართლის ცხოვრება. თბ., 2008.