აუგუსტ ლესკინი
იერსახე
აუგუსტ ლესკინი | |
---|---|
გერმ. August Leskien | |
დაბ. თარიღი | 8 ივლისი, 1840[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | კილი[5] |
გარდ. თარიღი | 20 სექტემბერი, 1916[1] [2] [3] (76 წლის) |
გარდ. ადგილი | ლაიფციგი[5] |
დასაფლავებულია | Südfriedhof Leipzig |
მოქალაქეობა | გერმანიის იმპერია |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, უნივერსიტეტის პროფესორი და სლავისტი |
მუშაობის ადგილი | ლაიფციგის უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი და იენის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლაიფციგის უნივერსიტეტი, იენის უნივერსიტეტი და კილის უნივერსიტეტი |
შვილ(ებ)ი | Ilse Leskien |
ჯილდოები | ალბერხტის ორდენი, ოსლოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და Knight Commander of the Order of Albrecht the Bold |
ხელმოწერა | |
იოჰან ჰაინრიხ აუგუსტ ლესკინი (გერმ. Johann Heinrich August Leskien; * დ. 1840 წლის 8 ივლისს ქალაქ კილში; † გ. 1916 წლის 20 სექტემბერს ქალაქ ლაიფციგში) იყო გერმანელი ინდოგერმანისტი და სლავისტი.
აუგუსტ ლესკინი მიჩნეულია ინდოგერმანისტიკის დარგში ე.წ. ლაიფციგის სკოლის დამფუძნებლად.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აუგუსტ ლესკინი 1860 წლიდან 1864 წლამდე კლასიკურ ფილოლოგიას ქალაქებში კილსა და ლაიფციგში. ა. ლესკინმა დისერტაცია ფილოსოფიის დოქტორის წოდების მოსაპოვებლად 1964 წელს დაიცვა.
- 1866 წელს ა. ლესკინი ქალაქ იენაში აუგუსტ შლაიხერთან შეუდგა ინდოგერმანული, ბალტიკური და სლავური ენათმეცნიერებათა შედარებით კვლევას. ერთი წლის შემდეგ კი ის პრივატდოცენტად გადავიდა გეტინგენის უნივერსიტეტში.
- 1868 წელს აუგუსტ ლესკინი წარდგენილ იქნა იენის შედარებითი ენათმეცნიერებისა და სანსკრიტის პროფესორად. 1870 წლიდან იგი ლაიფციგის უნივერსიტეტის სლავისტიკის პროფესორია.
- 1876 წელს ორდინარიუსად წარადგინეს, სადაც ინდოგერმანული ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა.
- 1877 წელს ალეკსანდერ ბრიუკნერმა (Aleksander Brückner) მიუძღვნა წიგნი სახელწოდებით სლავური ნასესხობანი ლიტვურში.
აუგუსტ ლესკინი იყო თანამაარსებელი ახალგაზრდა გრამატიკოსთა სკოლისა. ის დარწმუნებული იყო ბგერათა კანონის თეორიის უნიკალურობაში.
აუგუსტ ლესკინის კვლევის მთავარი დარგი სამხრეთსლავური ენების გარდა იყო ლიტვური ენა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 201.
- Walther Killy, Rudolf Vierhaus (Hrsg.): Deutsche Biographische Enzyklopädie, Band 6: Kogel – Maxsein. K.G. Saur, München (u. a.) 1997, S. 342 (mit Verzeichnis der wichtigsten Werke August Leskiens).
- Wilhelm Streitberg: August Leskien. In: Indogermanisches Jahrbuch, Jg. 1 (1913), S. 216–218.
- Wilhelm Streitberg: August Leskien. In: Indogermanisches Jahrbuch, Jg. 7 (1919), S. 138–143.
- Harald Wiese: Eine Zeitreise zu den Ursprüngen unserer Sprache. Wie die Indogermanistik unsere Wörter erklärt. Logos Verlag, Berlin 2007, ISBN 978-3-8325-1601-7.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 5.0 5.1 Лескин Август // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.