ალექსანდრე ლაისტერი
ალექსანდრე ლაისტერი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 4 (16) აპრილი, 1884 |
დაბ. ადგილი | ახტა, ერევნის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 1 თებერვალი, 1941 (56 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | გეოგრაფი |
ალმა-მატერი | ხარკოვის უნივერსიტეტი |
ალექსანდრე ფილიპეს ძე ლაისტერი (დ. 17 აპრილი [ძვ. სტ. 4 აპრილი], 1884, სოფელი ახტა, ერევნის გუბერნია — გ. 1 თებერვალი, 1941, თბილისი) — რუსი გეოგრაფი, პროფესორი (1932), კავკასიის თვალსაჩინო მკვლევარი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1907 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი. 1923 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, იყო საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი და კითხულობდა ლექციებს ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში. 1937 წლიდან თსუ-ის ქვეყანათმცოდნეობის კათედრის პროფესორი. 1939–1941 წლებში ამავე კათედრის გამგე, 1913–1929 წლებში რუსეთის გეოგრაფიის საზოგადოების კავკასიის განყოფილების სწავლული მდივანი და მისი პერიოდული გამოცემების რედაქტორი, 1931–1934 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო განყოფილების სწავლული მდივანი. გრიგოლ ჩურსინთან ერთად გამოაქვეყნა „კავკასიის გეოგრაფია“ (1924), და „ამიერკავკასიის გეოგრაფია“ (1929).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 110.