ალექსანდრე კალანდაძე (მწერალი)
იერსახე
ალექსანდრე პავლეს ძე კალანდაძე (დ. 1 ივნისი, 1916, ხიდისთავი — გ. ?) — ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1966).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, იბრძოდა ბრესტის ციხესიმაგრეში. მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში საფრანგეთსა და პოლონეთში. 1975 წლიდან იყო ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. მისი თხზულებანი თარგმნილია რუსულ, უკრაინულ და ბელორუსულ ენებზე.
ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „პიასტის ნამუხლარზე“, 1967
- „მაკიზარებთან“, 1969
- „მწვანე შტო“, 1974
- „ნეიშნის ფიცი“, 1977
- "გაყინული მზე"
კრიტიკული ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ივანე კერესელიძე“, 1959
- „საქართველოს მოამბე“, 1963
- „დღეები ბრესტის სიმაგრეში“, 1968
- ��გემოვნების კრიტიკა“, 1976
- „ქართული ჟურნალისტიკის ისტორია“, ტ. 1. 1978
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 326-327.