აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)
იერსახე
სოფელი | |
---|---|
აბასთუმანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
თემი | ვარხანი |
კოორდინატები | 41°42′20″ ჩ. გ. 42°50′35″ ა. გ. / 41.70556° ჩ. გ. 42.84306° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1160 მ |
მოსახლეობა | 256[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 85,2 % სომხები 10,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
აბასთუმანი[2][3] — სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში (ვარხანის თემი).[4] მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთა���ე, მდინარე ოცხეს მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1160 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 256 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[5] | 371 | 181 | 190 |
2014[1] | 256 | 133 | 123 |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება აბასთუმანი, სახეცვლილი ფორმა „აბასთუბნისა“, წარმომდგარი უნდა იყოს ამ სოფელში მცხოვრებ აბასაძეთა (აბაზასძეთა) საგვარეულო სახელისაგან. სოფელი აბასთუმანი დადასტურებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI საუკუნის მიწურული). ოსმალური ადმინისტრაციული დაყოფით აბასთუმანი ახალციხის ლივის ოცხის ნაჰიეში შედიოდა. 1829 წელს დაუბრუნდა საქართველოს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიხარულიძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 15.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-11-07.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.