დამწერლობის სისტემების სია
ქვემოთ მოცემულია დამწერლობის სისტემების სია, რომელიც დალაგებულია სხვადასხვა საერთო ნიშნების მიხედვით.
დასაწყისში მოცემულია დამწერლობის გავრცელებული სახელი, რომელსაც მოჰყვება (ფრჩხილებში) ენა (ენები) რომლებიც აღნიშნულ დამწერლობას იყენებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ენის სახელი დამწერლობის დასახელებისგან განსხვავდება. ზოგჯერ, მოცემულია დამატებითი ინფორმაცია შენიშვნების სახით.
პიქტოგრაფიული/იდეოგრაფიული დამწერლობის სისტემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იდეოგრაფიული დამწერლობები (რომლებშიც გრაფიკული ნიშნები იდეოგრამებია, ანუ გადმოსცემს იდეებს და კონცეფციებს ნაცვლად ენის სიტყვებისა) და პიქტოგრაფიული დამწერლობები (სადაც გრაფიკული ნიშნები სურათ-ხატოვანი ხასიათისაა), ჯონ დეფრანსისის და ჯ. მარშალ ანგერის მიხედვით, ვერ გადმოსცემენ ყველაფერს, რასაც ენა გამოხატავს, შესაბამისად, დამწერლობის სრულყოფილი სისტემა შეუძლებელია იყოს იდეოგრაფიული ან პიქტოგრაფიული, რადგან იგი კავშირში უნდა იყოს ენასთან, რათა ამ ენის გამომხატველობითი შესაძლებლობების რეალიზება შეძლოს.
მიუხედავად იმისა, რომ პიქტოგრაფიული და იდეოგრაფიული დამწერლობები ახლაც არსებობს, არ არსებობს მათი წაკითხვის ერთი მეთოდი, რადგანაც არ არსებობს შესატყვისობა სიმბოლოებსა და ენას შორის. იეროგლიფები მათ გაშიფრვამდე ხშირად მიიჩნეოდა იდეოგრაფიულად და ჩინური დამწერლობა დღესაც, შეცდომით, ხშირად ითვლება იდეოგრაფიულად.[1] ზოგიერთ შემთხვევაში იდეოგრაფიული დამწერლობით შესრულებული ტექსტის წაკითხვა მხოლოდ მის ავტორს შეუძლია, რის გამოც, ხშირად ითვლება, რომ იდეოგრაფიული ტექსტები წაკითხვის ნაცვლად ინტერპრეტაციას ექვემდებარება. მსგავსი სისტემები ხშირად ასრულებს მნემონიკური მინიშნებების როლს ზეპირი წაკითხვისთვის და მათზე შესრულებული ტექსტი ზეპირ საუბარში განივრცობა.
- ადინკრა (განა)
- აცტეკური დამწერლობა – ნაუატლი (შეიცავს მარცვლოვან და ლოგოგრაფიულ ელემენტებსაც)
- ოჯიბვეს დამწერლობის სისტემები – ოჯიბვე (ენა)
- დონგბა – ნასი – ხშირად გამოიყენება გებას მარცვლოვან დამწერლობასთან ერთად.
- ემოჯი – გამოიყენება ელექტრონულ კომუნიკაციაში.
- ერსუს დამწერლობა (შაბა 沙巴) – ერსუ
- კაიდა
- ლუსონა
- ნსიბიდი – ეკოი, ეფიკი, იგბო
- სიგლაშ პოვეირაში
- მიკმაქი – მიკმაქი – გააჩნია ფონეტიკური კომპონენტებიც.
- ტესტერიანი – გამოიყენებოდა მექსიკაში ქრისტიანი მისიონერების მიერ.
აგრეთვე, არსებობს სიმბოლოთა სისტემები, რომლებიც გამოიყენება ხელოვნური ენების, ან ენების გარდა სხვა სისტემების რეპრეზენტაციისთვის:
- ბლისსიმბოლიკა (Blissymbols) – ხელოვნური იდეოგრაფიული დამწერლობის სისტემა, რომელიც, მეტწილად ალტერნატიული და დამატებითი კომუნიკაციის (Augmentative and Alternative Communication, AAC) გამოიყენება.
- iConji – ხელოვნური იდეოგრაფიული დამწერლობა, გამოიყენება სოციალურ ქსელებში.
- იზოტოპი (ხატოვანი ენა)
- სხვადასხვა სახის ნოტაციის სისტემები
ხაზოვანი B ასევე მოიცავს იდეოგრამებს.
ლოგოგრაფიული დამწერლობის სისტემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლოგოგრაფიულ დამწერლობებში გლიფები წარმოადგენს სიტყვებს ან მორფემებს (სიტყვების ის ნაწილები, რომლებიც მნიშვნელობას ატარებს) და არა ფონეტიკურ ელემენტებს.
არცერთი ლოგოგრაფიული დამწერლობა არ შედგება მხოლოდ ლოგოგრამებისგან. ყველ ამათგანი შეიცავს ფონეტიკურ ელემენტებსაც. ეს ფონეტიკური ელემენტები შეიძლება გამოყენებული იყოს დამოუკიდებლად, მაგალითად, გრამატიკული ფლექსიების ან უცხოური სიტყვების გადმოსაცემად, ან წარმოადგენდეს ლოგოგრამების ფონეტიკურ დამატებებს ისეთი ლოგოგრამის შინარსის დაზუსტების მიზნით, რომელსაც შესაძლოა, ერთზე მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ჩინურის შემთხვევაში, ფონეტიკური ელემენტი თავად ლოგოგრამაშია ჩაშენებული; ეგვიპტურ და მაიას დამწერლობაში ბევრი გლიფი (სიმბოლო) წმინდად ფონეტიკურია, ხოლო სხვები კონტექსტის მიხედვით ფონეტიკურ ან ლოგოგრაფიულ მნიშვნელობას ატარებს. ამ მიზეზით სპეციალისტები მათ ზოგჯერ ლოგოსილაბურ (ერთდროულად ლოგოგრაფიულ და მარცვლოვან) დამწერლობებადაც მოიხსენიებენ.
თანხმოვნებზე დაფუძნებული ლოგოგრაფიული დამწერლობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძველი ეგვიპტის დამწერლობები
მარცვლოვანი ლოგოგრაფიული დამწერლობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანატოლიური იეროგლიფები – ლუვიური ენა
- ლურსმული – შუმერული, აქადური, სხვა სემიტური ენები, ელამური, ხეთური, ლუვიური, ხურიტული და ურარტული
- ჩინური დამწერლობა – ჩინური, იაპონური (კანჯი), კორეული (ჰანჯა), ვიეტნამური (ჩუ ნომ, აღარ გამოიყენება)
- ბაგამის დამწერლობა
- მაიას დამწერლობა – ჩორტი, იუკატეკი და კლასიკური მაიას სხვა ვარიაციები
- შუის დამწერლობა – შუი (ენა)
- იის (ნოსუს) დამწერლობა (კლასიკური) – იის (ლოლოს) სხვადასხვა ენები
მარცვლოვანი დამწერლობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარცვლოვან (სილაბურ) დამწერლობაში სიმბოლოები მარცვლებს ან მორებს აღნიშნავენ.
- აფაკა – ნდიუკა
- იუგტუნი (ალასკური დამწერლობა) – იუპიკური ენა
- ბეტე (დამწერლობა)
- ჩეროკი – ჩეროკი (ენა)
- კვიპროსული დამწერლობა – ბერძნულის არკადოკვიპროსული დიალექტი
- გება – ნასი
- იბანი, იგივე დუნგინგი – იბანი
- კანა – იაპონური (უმეტესად გამოხატავს მორებს და არა მარცვლებს)
- კიკაკუი – მენდე
- კპელე – კპელე
- ხაზოვანი B – ბერძნული ენის მიკენური დიალექტი
- ლისუ – ლისუ
- ლომა – ლომა
- მასაბა – ბამბარა
- ნიუშუ – ჩინური
- ნუაგუ ანეკე – იგბო (ენა)
- ვაი – ვაი
- ვოლეაი – ვოლეაი (სავარაუდოდ, მარცვლოვანი)
- იი (თანამედროვე) – იის (ლოლო) სხვადასხვა ენები
ნახევრადმარცვლოვანი სისტემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ სისტემათა უმეტესობა თანხმოვანთა და ხმოვანთა ზოგიერთ კომბინაციას ერთი სიმბოლოთი გამოსახავს, ხოლო სხვებს ხმოვნით და თანხმოვნით. ძველი სპარსულის შემთხვევაში ყველა თანხმოვანი იწერებოდა, რის გამოც იგი უფრო ანბანურ დამწერლობად ითვლება, ვიდრე სილაბურად. იაპონურში იგივენაირი სისტემა უცხოური ენებიდან ნასესხები სიტყვებისთვის გამოიყენება; მაგალითად, [tu] იწერება როგორც [to]+[u], ხოლო [ti] როგორც [te]+[i]. ძველესპანური ნახევრადმარცვლოვანი დამწერლობები მსკდომი თანხმოვნებისთვის სილაბურ სისტემას იყენებდა, ხოლო სხვა შემთხვევაში ანბანურს.
ტარტესიული დამწერლობა ტიპოლოგიურად ანბანურსა და პალეოესპანურ ნახევრადსილაბურ დამწერლობებს შორის დგას. მკსდომი თანხმოვნებისთვის გამოსაყენებელ სიმბოლოს მათი მომდევნო ხმოვანი განსაზღვრავდა, როგორც ეს ნახევრადმარცვლოვნებს ახასიათებს, თუმცა, მომდევნო ხმოვანი მაინც იწერებოდა, ანბანური დამწერლობების მსგავსად, რის გამოც იგი ზოგჯერ ანბანურ, ხოლო ზოგჯერ ნახევრადსილაბურ დამწერლობად განიხილება. ჟუიინი ნახევრადსილაბურია განსხვავებული გაგებით: მასში სიმბოლოები მარცვლების ნახევარს გამოხატავს. მაგალითად, მარცვალი kan იწერება, როგორც k-an და არა, როგორც k-a-n.
- ბამუმი – ბამუმი (კამერუნი, დეფექტური სილაბური დამწერლობა, რომელიც ანბანურ პრინციპებსაც იყენებს)
- ბოპომოფო – ფონეტიკური შრიფტი ჩინურის სხვადასხვა ვარიანტების ჩასაწერად
- ესკაიანი – ბოჰოლის პროვინცია, ფილიპინები (მარცვლოვანი დამწერლობა, რომელიც ანბანურზე უნდა იყოს დაფუძნებული; შეიცავს გარკვეულ ანბანურ ელემენტებს)
- ხომის დამწერლობა – ბაჰნარული ენები
- ხაზოვანი ელამური – ელამური ენა
- ძველი ესპანური დამწერლობები – ძველი ესპანური ენები
- ძველი სპარსული სოლისებრი დამწერლობა – ძველი სპარსული ენა
სეგმენტური დამწერლობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეგმენტური დამწერლობები შედგება ნიშნებისგან, რომლებიც ენის ბგერებს, ანუ ფონემებს (საბაზისო ხმოვან ელემენტებს) გამოსახავენ.
აღსანიშნავია, რომ ზუსტი შესატყვისობა დამწერლობის ნიშნებსა და ენის ფონემებს შორის იშვიათად არსებობს. კონკრეტული ბგერა, შესაძლებელია, ნიშანთა შეთანხმებით გადმოიცემოდეს, ერთი და იგივე ბგერა შეიძლება რამდენიმე განსხვავებული ნიშნით იყოს გადმოცემული, ან ერთი და იგივე ნიშანი, შეიძლება, რამდენიმე ბგერას გადმოსცემდეს. ბევრ ენაში ყველა ზემოთაღნიშნული მოვლენა გვხვდება.
სეგმენტური დამწერლობები შეიძლება დამატებით დაიყოს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ბგერებს გადმოსცემენ ისინი:
კონსონანტური დამწერლობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონსონანტური დამწერლობები (აბჯადები) სეგმენტური სისტემებია, რომლებიც მხოლოდ თანხმოვანი ბგერების აღმნიშვნელ სიმბოლოებს შეიცავს, ან ხმოვნების აღნიშვნა სურვილისამებს, დიაკრიტიკული ნიშნებით ხდება, ან ხმოვნები მხოლოდ სიყვების დასაწყისში იწერება.
- ძველი ჩრდილო არაბული დამწერლობები – დადანიტური, დუმაიტური, ჰასაიტური, ჰიმაიკური, საფაიტური, ტაიმანიტური და თამუდიური
- სამხრეთარაბული დამწერლობა – ძველი სამხრეთ არაბული ენები, მათ შორის, ჰიმიარიტული, ჰარამიტული, მინაიტური, საბაიტური და ქატაბანიური; ასევე, ეთიოპიური ენა გეეზი.
- არამეული დამწერლობა, მათ შორის ხვარაზმული დამწერლობა, ელიმეური, პალმირული და ჰატრიული
- არაბული დამწერლობა – არაბული, აზერბაიჯანული, ჩიტაგონიური (ისტორიულად), პენჯაბური, ბელუჯი, კაშმირული, პუშტუ, სპარსული , ქურთული (ხმოვნები სავალდებულოა), სინდჰი, უიღურული (ხმოვნები სავალდებულოა), ურდუ, მალაიური (ჯავი) და აფრიკაში, ასევე, დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული ბევრი ენა.
- ებრაული – ებრაული
- მანიქეური დამწერლობა
- ნაბატეური – პეტრას ნაბატეველები
- ფეჰლავური დამწერლობა – საშუალო სპარსული
- ფინიკიური დამწერლობა – ფინიკიური და სხვა ქანაანური ენები
- პროტო-ქანაანური დამწერლობა
- სოღდური დამწერლობა
- სამარიტანული დამწერლობა – არამეული, არაბული და ებრაული
- სირიული დამწერლობა – ასურული, სირიული, ტუროიო და სხვა ნეო-არამეული ენები
- ტიფინაღი – ტუარეგი
- უგარითული – უგარითული, ხურიტული
ნამდვილი ანბანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნამდვილი ანბანი როგორც თანხმოვნების, ისე ხმოვნებისთვის ცალკე ნიშნებს შეიცავს.
ხაზოვანი არათვისობრივი ანბანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხაზოვანი ანბანები შედგება ზედაპირზე გამოსახული ხაზებისგან, მაგალითად, მელნით ფურცელზე.
- ადლამი – ფულანი
- სომხური – სომხური
- არიიაკა – პალი, ისანი, ლაოსური
- ავესტური – ავესტური
- ავოიული – რაგა
- ბორამა – სომალი
- კარიული – კარიული
- ალბანური (კავკასია) – კავკასიის ალბანური
- კოორგი–კოქსის ანბანი – კოდავა
- კოპტური – კოპტური
- კირილიცა – ბულგარული და მაკედონიური, სერბული, ბელარუსული, რუსული, უკრაინული, რუსეთის სხვა ენები, ყაზახური, ყირგიზული, ტაჯიკური, მონღოლური. აზერბაიჯანული, თურქმენული და უზბეკური, ლათინურზე გადასვლის მიუხედავად, ჯერ კიდევ აქტიურად იწერება კირილიცათი.
- დეზერეტი – შემოთავაზებული იყო ინგლისურისთვის, თუმცა არ მიღებულა
- ეკლექტური სტენოგრაფიული – ინგლისური
- ელბასანი – ალბანური
- ფრეიზერი – ლისუ
- გაბელსბერგერის სტენოგრაფიული – გერმანული
- გარაი – ვოლოფი და მანდინკა
- ქართული – ქართული და სხვა ქართველური ენები
- ჯიროკასტერი (ასევე ეწოდება ვესო ბეი) – ალბანური
- გლაგოლიცა – ძველი საეკლესიო სლავური
- გოთური – გოთური
- ბერძნული – ბერძნული, ხოლო ისტორიულად სხვა ენებიც
- ჰანიფი – როჰინჯა
- საერთაშორისო ფონეტიკური ანბანი
- კადარე – სომალი
- ლათინური, იგივე რომაული – თავდაპირველად ლათინური ენა; თანამედროვე დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ენათა უმეტესობა, თურქული ენები, სუბსაჰარული აფრიკის ენები; ამერიკელი აბორიგენების ენები; სამხრეთ აზიის და ოკეანეთის ენები. ბევრ ენას, რომელიც ლათინურ დამწერლობას არ იყენებს, გააჩნია რომანიზაციის (ლათინურ ანბანზე ტრანსლიტერაციის) საშუალება მეორეადი გამოყენებისთვის.
- ლიკიური – ლიკიური
- ლიდიური – ლიდიური
- მანჯურიული – მანჯურიული
- მანდეური – მანდეური
- მედეფაიდრინი – ასევე, ობერი-ოკაიმე (Obɛri Ɔkaimɛ); ხელოვნური ენა იბიბიოს ხალხის ქრისტიანული დენომინაციისთვის
- მონღოლური – მონღოლური
- მუნდარი ბანი – მუნდარი
- მრუ – მრუ
- ტიფინაღი – ბერბერო-ლიბიური ენები
- ნკო – მანინკა, ბამბარა, დიულა
- ოდუდუვა – იორუბა
- ოღამი – გოიდელური, ბრეტანული, პიქტური
- ოლ-ჩიკი – სანტალი
- ძველი უნგრული (magyar rovásírás ან székely-magyar rovásírás) – უნგრული
- ძველი იტალიური დამწერლობები – ერთმანეთთან დაკავშირებული დამწერლობების ოჯახი, რომელშიც ეტრუსკული დამწერლობა. გამოიყენებოდა ეტრუსკული, ოსკური, უმბრიული, მესაპური, სამხრეთ პიცენური, რეტული, ვენეტური, ლეპონტური, კამუნიური ენებისთვის
- ძველი პერმული (ასევე ეწოდება „აბური“) – კომი
- ძველი თურქული – ძველი თურქული
- ძველი უიღურული – ძველი უიღურული
- ოლ-ონალი – ბუმიჯი
- ოსმანია – სომალი
- პაუ ცინ ჰაუს დამწერლობა – ზომი და სხვა ჩრდილო კუკი-ჩინური ენები
- რუნები – გერმანიკული ენები
- საიაბური – ჰმონგი
- სორანგ-სომპენგი – სორა
- ტაი ლუე – ლუე
- ტანგსა – ტასე-ნაგა
- ტოდრი – ალბანური
- ტოლონგ სიკი – კურუხი
- ტოტო – ტოტო
- უნიფონი – შემოთავაზებული იყო ინგლისურისთვის, ხმარებაში არ მიღებულა
- ბასა – ბასა
- ველარა – ალბანური
- ბეითა კუკიუ – ალბანური
- ვანჩო – ვანჩო
- იეზიდი – კურმანჯი
- ზაღავა – ზაღავა
- ზულაი – ზუ
თვისობრივი ხაზოვანი ანბანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თვისობრივი დამწერლობის სისტემები შეიცავს ელემენტებს, რომლებიც მიუთითებს არტიკულაციის კომპონენტებს, როგორიცაა ბაგისმიერი თანხმოვნები, აფრიკატები ან უკანა რიგის ხმოვნები. სხვადასხვა თვისობრივი დამწერლობა სხვადასხვა რაოდენობის და სახის თვისებებს მიუთითებს.
- ამერიკული ნიშნების ენის ანბანი
- დიტემა – სამხრეთის ბანტუს ენები
- დიუპლუას სტენოგრაფიული შრიფტი – ფრანგული ენა
- გრეგის სტენოგრაფიული შრიფტი – ინგლისური ენა
- ჰანგული – კორეული ენა
- ოსეიჯი – ოსეიჯი
- შოუს დამწერლობა – შემოთავაზებული იყო ინგლისურისთვის, ხმარებაში არასოდეს მიღებულა
- SignWriting (ნიშნების ენა) და მისგან წარმოშობილი si5s and ASLwrite – ჟესტების ენები
- სტოუკის ნიშნების ენა – ამერიკული ნიშნების ენა
- ტენგუარი (ფიქციური დამწერლობა, შექმნილი ჯ. რ. რ. ტოლკინის მიერ)
- ხილული საუბარი (ფონეტიკური შრიფტი)
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ეს რუკა აჩვენებს შესაბამისი ქვეყნების ოფიციალურ ენებს; თუ ქვეყნისგან გამოყოფილია დამოუკიდებელი რესპუბლიკა, ნაჩვენებია ორივე ენა. მოლდოვას ერთადერთი ოფიციალური ენაა რუმინული (რომაულზე დაფუძნებული შრიფტით), თუმცა, დნესტრისპირეთის დე-ფაქტო რესპუბიკაში სამი კირილიცაზე დაფუძნებული ენა, უკრაინული, რუსული და მოლდოვური გამოიყენება. საქართველოს ოფიციალური ენებია ქართული და აფხაზური (ეს უკანასკნელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში), მეტწილად აუღიარებელი დე ფაქტო დამოუკიდებელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები კირილიცაზე დამყარებულ რუსულ ენას იყენებენ; გარდა ამისა, აფხაზე���ში გამოიყენება აფხაზური, ხოლო სამხრეთ ოსეთში ოსური. აზერბაიჯანის ერთადერთი ოფიციალური ენაა აზერბაიჯანული, თუმცა, მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში მხოლოდ სომხური გამოიყენება. გარდა ამისა, სერბეთის ერთადერთი ოფიციალური ენაა სერბული, რომელიც კირილიცათი იწერება, თუმცა, ქვეყნის შეიგნით სერბული ენისთვის ლათინური შრიფტის გამოყენება ფართოდაა გავრცელებული.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Halliday, M.A.K., Spoken and written language, Deakin University Press, 1985, p.19