შინაარსზე გადასვლა

სავალან მირზოევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სავალან მირზოევი
დაბადების თარიღი 29 აგვისტო, 1986 (1986-08-29) (38 წლის)
დაბადების ადგილი გარდაბანი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება აზერბაიჯანელი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

სავალან მირზოევი (დ. 29 აგვისტო, 1986, გარდაბანი) — იურისტი, პოლიტიკოსი.

2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობა.

2006-2007 მუშაობდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და კომუნალური მეურნეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტად; 2007-2008 წლებში იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში, მთავარი სპეციალისტი, აპარატის უფროსი; 2009-2013 წლებში კი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აღმასრულებელი სამდივნოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, მინისტრის წარმომადგენელი ეროვნულ/ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში; 2013-2016 წლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 50,02% მიიღო (7735 ხმა).[1]

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2] მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]