ორკესტრი
ორკესტრი (ფრანგ. orchestre) — კოლექტივი, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა საკრავზე შემსრულებელი მუსიკოსები. ეს კოლექტივი ასრულებს ორკესტრისათვის სპეციალურად დაწერილ ნაწარმოებებს. შემადგენლობის მიხედვით ორკესტრი შეიძლება იყოს: სიმფონიური, სიმებიანი, სასულე, აგრეთვე ხალხურ საკრავთა (ნაციონალურ საკრავთა). მსუბუქი მუსიკის ჟანრში არის საესტრადო ან ჯაზური ორკესტრი.
სიმფონიური ორკესტრი
რედაქტირებათანამედროვე მუსიკალურ პრაქტიკაში ორკესტრის ყველაზე გავრცელებულ და სრულყოფილ სახეს წარმოადგენს სიმფონიური ორკესტრი, რომელმაც საბოლოო სახე მიიღო XVIII საუკუნის მეორე ნახევარში (კომპოზიტორ იოზეფ ჰაიდნის შემოქმედებაში). სიფონიური ორკესტრი შედგება ოთხი ძირითადი ჯგუფისაგან, თითოეული მათგანი საკრავების რამდენიმე სახეობას შეიცავს.
სიმებიან (ხემიან)საკრავთა ჯგუფი:რედაქტირება
|
ხის ჩასაბერ საკრავთა ჯგუფირედაქტირება |
ლითონის (სასულე) ჩასაბერ საკრავთა ჯგუფირედაქტირება
|
დასარტყამ საკრავთა ჯგუფირედაქტირება
|
გარდა ამისა, სიმფონიურ ორკესტრში შეიძლება იყოს სხვადასხვა საკრავებიც:ფორტეპიანო, ქნარი, საქსოფონი და სხვა.
ჯაზური ორკესტრი
რედაქტირებაჯაზ–ბანდი ანუ ჯაზური ორკესტრი წარმოედგენს ინსტრუმენტულ ანსამბლს, რომელიც ჯაზურ მუსიკას ასრულებს. სახელწოდება ჯაზი დაკავშირებულია საორკესტრო კოლექტივის ჩამომყალიბებლის ჯაზბო ბრაუნის სახელთან, ხოლო ბანდ ინგლისური სიტყვაა და ორკესტრს ნიშნავს.
ჯაზ–ორკესტრი შედგება 4–6 საქსოფონის, 2–4 საყვირის, 2–3 ტრომბონის, კონტრაბასის, ჰავაის გიტარის, ფორტეპიანოსა და დასარტყამი საკრაებისაგან. ეს შემადგენლობა შეიძლება გაიზარდოს ე. წ. სიმფოჯაზად (ემატება სიმებიან საკრავთაა ჯგუფი, ამასთანავე იზრდება დანარჩენ საკრავთა რიცხვი).