მწვანეთვალა ბუზი (ლათ. chlorops pumilionis) — მწერი ორფრთიანთა რაზმისა. მისი სიგრძე 3-5 მმ აღწევს, ღია ყვითელია, ზურგზე შავი ზოლები გასდევს. გავრცელებულია ყველგან. მატლი აზიანებს ხორბალს, ქერს, ჭვავს, შვრიასა და სხვა. დაზიანებულ ღეროზე ხშირად თავთავი ვერ ვითარდება, თუ განვითარდა — მარცვალი ბჟირია. მწვანეთვალა ბუზი წელიწადში 1-2 თაობას იძლევა. მატლი იზამთრებს საშემოდგომო და ველური მარცვლოვანების ღეროში.
ფოზალინის ან ქლოროფოსის 0,2%-იანი ხსნარის შესხურება. პირველი წამლობა ბუზის მასობრივი ფრენის დაწყებისთანავე, მეორე — პირველი წამლობიდან 10-12 დღის შემდეგ.