ილინოისი
შტატი აშშ-ში
ილინოისი (ინგლ. Illinois) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი ალგონკინელთა ენაზე ნიშნავს „მეომრებს, მამაც ადამიანებს“. — ილინოისი 1673 წელს აღმოაჩინეს ფრანგებმა ჟოლიემ და მარკეტმა. მისი ფორმირება მოხდა 1720 წელს; 1763 წელს ფრანგებმა დაუთმეს ინგლისელებს. 1783 წელს გადავიდა აშშ-ს მმართველობაში. 1809-დან ტერიტორიის სტატუსი აქვს, 1818-დან შტატისა.
- ფართობი — 144 ათასი კვ. კმ.
- მოსახლეობა — 12,607 ათასი (თეთრი 77,7 %, აფროამერიკელი 14,6 %, ლათინურამერიკელი 7,7 %). D. 78,9.
- ქალაქის მოსახლეობა — 83,3 %.
- ქალაქები — სპრინგფილდი (დედაქალაქი), 112 921, ჩიკაგო (ინდიელთა ენაზე Checagou — „ველური ხახვი“, დაარსდა 1770 წელს; 2.721 ათასი), როკფორდი, 143 ათასი, პეორია, 112 ათასი.
- თავისებურებები — მიჩიგანის ტბა, მდინარეები მისისიპი, ილინოისი, ოჰაიო, ლინკოლნის სახლი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი.
- ცნობილი ადამიანები — ენრიკო ფერმი, ერნესტ ჰემინგუეი, ჯესი ჯექსონი, რონალდ რეიგანი.
ილინოისი | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
მეტსახელი: | Land of Lincoln და Prairie State | ||||
დევიზი: | State sovereignty, national union | ||||
დედაქალაქი | სპრინგფილდი | ||||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა[1] და ამერიკული ინგლისური[1] | ||||
გუბერნატორი | ჯეი რობერტ პრიცკერი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ილინოისის გენერალური ასამბლეა | ||||
ფართობი | 149 998 კმ² | ||||
მოსახლეობა | 12 812 508[2] კაცი | ||||
უმაღლესი წერტილი | ჩარლზ-მაუნდი | ||||
უდაბლესი წერტილი | ოჰაიო | ||||
შტატი გახდა | 3 დეკემბერი, 1818 | ||||
სასაათო სარტყელი | ცენტრალური სარტყლის დრო და ამერიკა/ჩიკაგო | ||||
საფოსტო აბრევიატურა | IL და Ill. | ||||
მოსაზღვრე რეგიონები | უისკონსინი, აიოვა, მისური, კენტუკი, ინდიანა და მიჩიგანი | ||||
ადმინისტრაციული დაყოფა |
სია | ||||
საიტი | illinois.gov | ||||