დონა სტრიკლენდი
დონა თეო სტრიკლენდი (ინგლ. Donna Theo Strickland; დ. 27 მაისი, 1959, გველფი, ონტარიო, კანადა) — კანადელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში (2018, არტურ ეშკინთან და ჟერარ მურუსთან ერთად). სტრიკლენდმა და მურუმ პრემია მიიღეს ჩირპირებული იმპულსების გაძლიერების (chirped pulse amplification, CPA) მეთოდის შექმნისთვის. ამ მეთოდით შესაძლებელია მაღალი ენერგიის მქონე მოკლე ლაზერის პულსების მიღება. მარი კიურის (1903) და მარი გეპერტ-მაიერის (1963) შემდეგ გახდა მესამე ქალი, რომელიც დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ფიზიკის დარგში.[13]
დონა სტრიკლენდი | |
---|---|
Donna Strickland | |
დონა სტრიკლენდი 2018 წელს | |
დაბ. თარიღი | 27 მაისი, 1959 |
დაბ. ადგილი | გველფი, ონტარიო, კანადა |
მოქალაქეობა | კანადა |
საქმიანობა | ფიზიკოსი[1] [2] [3] და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | University of Waterloo[1] [2] [4] , National Research Council Canada[5] და Lawrence Livermore National Laboratory |
ალმა-მატერი | McMaster University[3] [2] , როჩესტერის უნივერსიტეტი[2] [6] [3] და Guelph Collegiate Vocational Institute |
ჯილდოები | ნობელის პრემია ფიზიკაში[7] [4] [1] [2] [8] [3] , ოპტიკური საზოგადოების წევრი[3] , Sloan Fellowship[9] , 100 ქალი[10] , კანადის ორდენის კომპანიონი[11] და სამეფო საზოგადოების წევრი[12] |
საიტი | uwaterloo.ca/physics-astronomy/people-profiles/donna-strickland |
სამეცნიერო სფერო | ოპტიკური ფიზიკა |
ბიოგრაფია
რედაქტირებადონა სტრიკლენდი დაიბადა 1959 წელს ქალაქ გველფში (ონტარიო, კანადა). მამა იყო ელექტროინჟინერი, დედა — ინგლისურის მასწავლებელი. დაამთავრა მაკმასტერის უნივერსიტეტის (ჰამილტონი, ონტარიო) საბაკალავრო პროგრამა საინჟინრო ფიზიკაში 1981 წელს, შემდეგ დოქტურანტურა ჟერარ მურუს ხელმძღვანელობით როჩესტერის უნივერსიტეტში (როჩესტერი, ნიუ იორკი, აშშ) 1989 წელს. განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ოპტიკური ფიზიკის მიმართულებით. 1988 წლიდან 1991 წლამდე იყო კანადის ეროვნული კვლევითი საბჭოს ასოცირებული მკვლევარი, 1991 წლიდან 1992 წლამდე კი მუშაობდა ლივერმორის (კალიფორნია, აშშ) ეროვნული ლაბორატორიის ლაზერის განყოფილებაში. 1992 წლიდან 1997 წლამდე იყო პრინსტონის უნივერსიტეტის ფოტონიკისა და ოპტიკურ-ელექტრონული მასალების მაღალტექნოლოგიური ცენტრის ტექნიკური გუნდის წევრი. 1997 წლიდან მუშაობს ოპტიკური ფიზიკის მიმართულებით ვატერლოოს უნივერსიტეტში (ვატერლოო, ონტარიო), სადაც ჯერ ასოცირებული, შემდეგ კი სრული პროფესორის პოზიცია მიიღო. უკანასკნელ პოზიციაზე განაცხადი მხოლო ნობელის პრემიის მიღების შემდეგ შეიტანა.[13]
2018 წელს სტრიკლენდმა და ყოფილმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა ჟერარ მურუმ გაიყვეს ნობელის პრემია ფიზიკაში; პრემიის მეორე ნახევარი მიეკუთვნა არტურ ეშკინს ოპტიკური პინცეტის შექმნისთვის. კვლევა, რომლისთვისაც სტრიკლენდი და მურუ დაჯილდოვდნენ, 1985 წელს გამოქვეყნდა; ეს სტრიკლენდის პირველი სამეცნიერო პ���ბლიკაცია იყო. ორმა მეცნიერმა იპოვა გზა, რომ გადაელახათ ლაზერების განვითარებისთვის არსებული დაბრკოლება: ლაზერის მოკლე პულსის შემდგომი გაძლიერება ვერ ხერხდებოდა ლაზერული სისტემის დაზიანების გარეშე. სტრიკლენდმა და მურუმ შექმნეს ჩირპირებული იმპულსების გაძლიერების ტექნიკა, რომელიც ულტრამოკლე, მაღალი ინტენსივობის ლაზერული პულსების გენერირების საშუალებას იძლეოდა. ამან საფუძველი ჩაუყარა ახალი თაობის მძლავრი ლაზერული სისტემების შექმნას, რომელიც გამოიყენება მედიცინასა და მრეწველობაში.[13] 2019 წელს სტრიკლენდმა მიიღო კანადის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სახელმწიფო ჯილდო — კანადის ორდენი.[14]
დონა სტრიკლენდს ჰყავს მეუღლე, ელექტროინჟინერი დუგლას დიკაარი და ორი შვილი, რომელთაგან ქალიშვილმა ჰანამ აირჩია ასტროფიზიკოსის, ვაჟმა ადამმა კი სამსახიობო კარიერა. ეწინააღმდეგება მეცნიერებაში გენდერული როლების ხაზგასმას და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „საკუთარ თავს მივიჩნევ მეცნიერად და არა ქალად მეცნიერებაში“.[15]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Sample I., Davis N. Physics Nobel prize won by Arthur Ashkin, Gérard Mourou and Donna Strickland // The Guardian — United Kingdom: GMG, 2018. — ed. size: 161152 — ISSN 0261-3077
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Arthur Ashkin, Gérard Mourou and Donna Strickland win the Nobel Prize for Physics // Physics World — IOP Publishing, 2018. — ISSN 0953-8585; 2058-7058
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Donna Strickland — UW.
- ↑ 4.0 4.1 Donna Strickland — Nobel Foundation.
- ↑ Donna Strickland — Optica.
- ↑ Nobel Prize in Physics Awarded to Scientists Who Put Light to Work // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2018. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ The Nobel Prize in Physics 2018 — Nobel Foundation.
- ↑ Nobel de physique : trois chercheurs, dont un Français, récompensés pour leurs travaux sur les lasers // Le Monde / J. Fenoglio — Paris: Société éditrice du Monde, 2018. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
- ↑ Past Fellows — Alfred P. Sloan Foundation.
- ↑ BBC 100 Women 2018: Who is on the list? // BBC News Online — 2018.
- ↑ La gouverneure générale annonce 120 nouvelles nominations au sein de l’Ordre du Canada — (untranslated), 2019.
- ↑ https://royalsociety.org/news/2020/04/outstanding-scientists-elected-as-fellows-and-foreign-members-of-the-royal-society/
- ↑ 13.0 13.1 13.2 Donna Strickland, Encyclopædia Britannica. 2019. ნანახია 16 თებერვალი, 2020.
- ↑ Donna Strickland appointed to the Order of Canada დაარქივებული 2020-02-16 საიტზე Wayback Machine. . University of Waterloo. 28 დეკემბერი, 2019. ნანახია 16 თებერვალი, 2020.
- ↑ McBride, Jason (20 ოქტომბერი, 2018). Nobel laureate Donna Strickland: ‘I see myself as a scientist, not a woman in science’, The Guardian. ნანახია 16 თებერვალი, 2020.