დინამო ზაგრები (საფეხბურთო კლუბი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დინამო.

საფეხბურთო კლუბი დინამო ზაგრები (ხორ. Građanski nogometni klub Dinamo Zagreb) — ხორვატული საფეხბურთო კლუბი ზაგრებიდან. დაარსდა 1945 წელს, სამი ზაგრებული კლუბის, „გრაჯიანსკის“, „კონკორდიასა“ და „ჰაშკის“ ბაზაზე. კლუბი საშინაო მატჩებს ატარებს „მაქსიმირის“ სტადიონზე. ტიტულების რაოდენობით, დამოუკიდებლობის პერიოდიდან ითვლება ხორვატიის საუკეთესო კლუბად. კლუბი ხორვატიის 24-გზის ჩემპიონი, ხორვატიის თასის 16-გზის მფლობელი და ხორვატიის სუპერთასის 5-გზის მფლობელია. კლუბი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე უმაღლეს დივიზიონში გამოდიოდა, 1946 წლიდან 1991 წლამდე მონაწილეობას იღებდა იუგოსლავიის პირველ ლიგაში, ხოლო შემდეგ, 1992 წლიდან ხორვატიის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს.

დინამო ზაგრები
ლოგო
სრული სახელი Građanski nogometni klub Dinamo Zagreb
მეტსახელი Plavi (ლურჯები)
დაარსდა 9 ივნისი, 1945; 79 წლის წინ (1945-06-09)
სტადიონი „მაქსიმირი“, ზაგრები
(ტევადობა: 35 123)
პრეზიდენტი ხორვატიის დროშა მირკო ბარიშიჩი
მწვრთნელი ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა სერგეი იაკიროვიჩი
კაპიტანი მაკედონიის დროშა არიან ადემი
ლიგა პირველი ლიგა
2022–23 მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა
მიმდინარე სეზონი

ზაგრების „დინამოს“ დებიუტი იუგოსლავიის პირველ ლიგაში 1946–47 წლების სეზონზე შედგა და ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულა. შემდეგ სეზონში „დინამომ“ პირველი ადგილი დაიკავა და პირველი დიდი ჯილდოც მიიღო კლუბის ისტორიაში. შემდგომში დინამომ 7-ჯერ მოიგო იუგოსლავიის ჩემპიონატი და სამჯერ გახდა თასის მფლობელი, ხოლო 1991 წელს მათ იუგოსლავიის დაშლის გამო დატოვეს იუგოსლავიის ჩემპიონატი. ზაგრების დინამო ერთადერთი კლუბია ხორვატიაში, რომელსაც ევროპული ოქრო აქვს მოპოვებული. ის მათ 1966–67 წლის ბაზრობათა თასზე მოიპოვეს, როცა ფინალში, ორი მატჩის ჯამში ინგლისური ლიდზ იუნაიტედი დაამარცხეს, ანგარიშით — 2–0.

დაარსება და ადრეული წლები (1945–1966)

რედაქტირება

1945 წლის მაისში, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე სამი ყველაზე წარმატებული ზაგრებული კლუბი („ჰაშკი“, „გრადჟიანსკი“ და „კონკორდია“) კომუნისტური მთავრობის ბრძანების შესაბამისად დაიშალა. ისინი შეცვალა ახალმა სპორტულმა საზოგადოებამ, სახელად „დინამო“ (ხორვატულად: Fiskulturno drustvo Dinamo), რომელიც 1945 წლის 9 ივნისს დაარსდა. ახალმა კლუბმა „გრადჟიანსკიდან“ „მემკვიდრეობით მიიღო“ ფერი და ფანები, რადგან „გრაჯიანსკის“ მოთამაშეთა დიდმა ნაწილმა კარიერა „დინამოში“ გააგრძელა. პირველ წლებში კლუბი საშინაო მატჩებს „კუტურაშკას“ სტადიონზე მართავდა, მაგრამ ისინი მალე გადავიდნენ საფეხბურთო კლუბ „ჰაშკის“ სტადიონ „მაქსიმირზე“. „დინამოს“ პირველი მწვრთნელი იყო ფეხბურთის უნგრელი სპეციალისტი მარტონ ბუკოვი. ყველაზე ცნობილი მოთამაშეები კი, რომლებიც „დინამოს“ „გრადჟიანსკიდან“ შეუერთდნენ იყვნენ: ავგუსტ ლესნიკი, მირკო კოკოტოვიჩი და ფრანიო ველფლი, ხოლო „ჰაშკიდან“ კლუბს დაემატნენ: რატკო კაციანი და ჟელკო ჩაიკოვსკი.

ჩამოყალიბების შემდეგ, კლუბი იუგოსლავიის პირველი ლიგის გათამაშებაში ჩაერთო. 1946–47 წლების სეზონში „დინამომ“ დაიკავა მეორე ადგილი და ჩემპიონ ბელგრადის „პარტიზანს“ 5 ქულით ჩამორჩა. უკვე შემდგომ ჩემპიონატში „დინამომ“ გაიმარჯვა და 5 ქულით გაუსწრო სპლიტის „ჰაიდუკსა“ და ბელგრადის „პარტიზანს“. 1951 წლის სეზონში კლუბმა დაიკავა მეორე ადგილი ლიგაში, თუმცა მოიგო თავისი პირველი იუგოსლავიის თასი, სადაც ფინალში „ვოევოდინას“ სძლია ანგარიშით 4–0, ორი მატჩის ჯამში. შემდომში დინამო კიდევ დაეუფლა იუგოსავიის სამ თასს (1960, 1963 და 1965 წლებში) და ორჯერ მოიგო იუგოსლავიის ჩემპიონატი (1953–54 და 1957–58 წლებში). ამასთანავე მათ სამჯერ დაიკავეს მე-2 ადგილი იუგოსლავიის ჩემპიონატში (1950, 1964 და 1966 წლებში). „დინამოს“ დებიუტი ევროთასებზე შედგა ევროპის ჩემპიონთა თასის მეოთხე გათამაშებაზე, მათ ითამაშეს ჩეხოსლოვაკიური „დუკლას“ წინააღმდეგ და წააგეს საერთო ანგარიშით 3–4 (2–2, 1–2). 1960–61 წლის უეფა-ს თასების მფლობელთა თასის გათამაშებაზე „დინამომ“ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, გავიდა ნახევარფინალში, სადაც ორი მატჩის ჯამში იტალიურ „ფიორენტინასთან“ დამარცხდა, საერთო ანგარიშით — 2–4. 1961–62 წლის ბაზრობათა თასის გათამაშებაზე „დინამო“ მეორე რაუნდამდე გავიდა და ორი მატჩის ჯამში ესპანურ „ბარსელონასთან“ დამარცხდა — 3–7 (1–5, 2–2). 1962–63 წლის ბაზრობათა თასის გათამაშებაში „დინამომ“ ფინალში გასვლა მოახერხა, მაგრამ მათ აქ ორი მატჩის ჯამში, ამჯერად „ვალენსიასთან“ დათმეს შეხვედრა ანგარიშით — 1–4 (1–2, 0–2). შემდეგ სეზონში „დინამომ“ მონაწილეობა მიიღო უეფა-ს თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში. ამ ტურნირზე ისინი მეორე რაუნდამდე გავიდნენ, სადაც ორი მატჩის ჯამში შოტლანდიურ „სელტიკთან“ დამარცხდნენ ანგარიშით — 2–4 (0–3, 2–1). ამ დროისათვის უკვე „დინამოს“ ბევრი ისეთი ფეხბურთელი იცავდა იუგოსლავიის ეროვნული ნაკრების ღირსებას, როგორებიც იყვნენ ჟელკო ჩაი���ოვსკი, ზლატკო შკორიჩი, კრასნოდარ რორა, დრაჟენ ერკოვიჩი, ივან ხორვატი, სლავენ ზამბატა და რუდოლფ ბელინი.

1966–1967 წლის ბაზრობათა თასი

რედაქტირება
 

1966–67 წლის ბაზრობათა თასზე მონაწილეობას სამი იუგოსლავიური კლუბი იღებდა (ზაგრების „დინამო“, „ცრვენა ზვეზდა“ და „ოლიმპია“). „ოლიმპია“ პირველივე რაუნდში გავარდა უნგრულ „ფერენცვაროშთან“, „ცრვენა ზვეზდა“ „ბარსელონასთან“ გავარდა, ხოლო „დინამომ“ გააგრძელა წინსვლა და მიაღწია, ჩაწერილიყო ისტორიაში, როგორც პირველი იუგოსლავიური კლუბი, რომელმაც მოიგო ევროპული თასი. პირველ ტურში „დინამომ“ ითამაშა ჩეხოსლოვაკიურ „სპარტაკთან“, ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2–2, ამის შემდეგ ააგდეს მონეტა და გამოვლინდა, რომ „დინამო“ გადიოდა შემდეგ რაუნდში. მეორე ტურში „დინამოს მოწინააღმდეგე იყო შოტლანდიური „დანფერმლინ ატლეტიკი. „დინამო მესამე რაუნდში გავიდა, სადაც „დინამომ მოუგო რუმინულ პიტეშტის „დინამოს“, ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 1–0 (1–0, 0–0). შემდგომ, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში, შესაბამისად, სძლია იტალიურ „იუვენტუსსა“ და გერმანულ „აინტრახტს“. ფინალში მათ ითამაშეს ინგლისური „ლიდზ იუნაიტედის“ წინააღმდეგ. პირველ მატჩში „დინამომ“ გაიმარჯვა ანგარიშით 2–0 საშინაო არენაზე 33000 მაყურებლის თვალწინ. მეორე მატჩი ჩატარდა „ელანდ როუდზე“, შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 0–0 და „დინამომ“ მოიგო თავისი პირველი ევროპული ტურნირი.

წარუმატებელი პერიოდი (1967–1990)

რედაქტირება

1969 წელს „დინამომ“ მეხუთეჯერ მოიგო იუგოსლავიის თასი და უეფა-ს თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალამდე მიაღწია. XX საუკუნის 70-იან წლებში „დინამოს“ არცერთი მნიშვნელოვანი ტიტული არ მოუგია. კლუბმა სამჯერ მიიღო მონაწილეობა ბაზრობათა თასის გათამაშებაში. უეფა-ს თასზე კლუბმა შვიდჯერ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ვერ მიაღწია ისეთ წარმატებებს, როგორსაც 60-იან წლებში აღწევდა. საბოლოოდ, 1980-იანი წლების დასაწყისში, „დინამომ“ თავისი მეექვსე იუგოსლავიის თასი მოიპოვა — რომლის ფინალშიც, ორი მატჩის ჯამში „ცრვენა ზვეზდა“ ანგარიშით 2–1 დაამარცხა. ზაგრებელმა ფეხბურთელებმა მონაწილეობა მიიღეს 1980–81 წლების უეფა-ს თასების მფლობელთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მაგრამ ორი მატჩის ჯამში, პირველივე რაუნდში დამარცხდნენ პორტუგალიურ „ბენფიკასთან“, ანგარიშით — 0–2 (0–0, 0–2). 1982 წელს „დინამომ“ თავისი მეოთხე იუგოსლავიის ჩემპიონატი მოიგო. 1983 წელს „დინამომ“ იუგოსლავიის თასი მეშვიდეჯერ მოიპოვა, ეს იყო იუგოსლავიის არსებობისას „დინამოს“ მიერ მოგებული უკანასკნელი ტიტული. 1982–83 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში უკვე სხვა პორტუგალიურმა კლუბმა გადაუჭრა გზა „დინამოს“, ეს იყო ლისაბონის „სპორტინგი“, რომელმაც ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით — 1–3 (1–0, 0–3) სძლია „დინამოს“. 1983–84 წლის უეფა-ს თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში „დინამომ“ კვლავ პორტუგალიურ კლუბთან, ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან — „პორტუსთან“ ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით — 2–2 (2–1, 0–1) დათმო შეხვედრა. წარუმატებელი აღმოჩნდა კლუბისთვის 1980-იანი წლების მეორე ნახევარიც.

მას შემდეგ, რაც იუგოსლავია დაიშალა, „დინამომ“ მონაწილეობა მიიღო ხორვ���ტიის საფეხბურთო ლიგის ჩამოყალიბებაში და ითამაშა საწყის სეზონში, 1992 წელს. იმავე წელს კლუბმა შეიცვალა სახელწოდება და „ჰაშკ გრადჟიანსკი“ დაირქვა, კიდევ ერთი წლის შემდეგ სახელწოდება კვლავ შეიცვალა და ამჯერად ზაგრების „ხორვატიის“ სახელწოდებით განაგრძო გამოსვლა. სახელწოდების ცვლილება მიღებულ იქნა, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი ხელმძღვანელობის მხრიდან, რომლის მიზანი იყო მთელი ქვეყნის დისტანცირება კომუნისტური წარსულისგან. 2000 წლის 14 თებერვალს კლუბმა უკან დაიბრუნა სახელწოდება „დინამო“. ზაგრების „ხორვატიას“ სახელწოდებით კლუბმა ექვსჯერ მოიგო ხორვატიის ჩემპიონატი, მათ შორის, ხუთჯერ ზედიზედ — 1996 წლიდან 2000 წლამდე. ამას გარდა, კლუბი ოთხჯერ დაეუფლა ხორვატიის თასს.

1990-იანი წლების ბოლოს კლუბი ზედიზედ ორჯერ მონაწილეობდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. 1998–99 წლების სეზონზე „დინამო“ „აიაქსთან“, „ოლიმპიაკოსთან“ და „პორტუსთან“ ერთად მოხვდა ჯგუფში. პირველი სამი წარუმატებელი მატჩის შემდეგ, რომლებშიც „აიაქსთან“ საკუთარ მოედანზე ფრით, ხოლო „ოლიპიაკოსთან“ და „პორტუსთან“ გასვლაზე მარცხით დასრულდა, გუნდმა დარჩენილ სამ მატჩში შედეგები გააუმჯობესა, მოუგო „პორტუს“ სახლში, წააგო „აიაქსთან“ გასვლაზე და ითამაშა ფრე „ოლიმპიაკოსთან“. მაგრამ „დინამო“ ვერ გავიდა მეოთხედფინალში, რადგან მათ მეორე ადგილი დაიკავეს, „ოლიმპიაკოსის“ შემდეგ. 1999–2000 წლების უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, „დინამო“ „მარსელთან“, „შტურმთან“ და ტურნირის წინა გამარჯვებულთან — „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად მოხვდა ჯგუფში. „დინამომ“ ორი ფრითა და ერთი გამარჯვებით ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. მათი შეხვედრა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ „ოლდ ტრაფორდზე“ სეზონის პირველ მატჩში უგოლო ფრით დასრულდა.

კლუბმა ზედიზედ მიიღო მონაწილეობა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში, 2000, 2003, 2006, 2007 და 2008 წლებში. ისინი თამაშობდნენ „მილანის“, კიევის „დინამოს“, „არსენალის“, ბრემენის „ვერდერის“, დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ და ვერ მოიგეს ვერც ერთი მატჩი, ორი მატჩის ჯამში დამარცხდნენ ანგარიშით 1–6 „მილანთან“, 1–5 კიევის „დინამოსთან“, „შახტართან“ და „არსენალთან“ და 3–5 „ვერდერთან“. შესარჩევი ტურების შემდეგ ტურნირის ფორმატი შეიცვალა, 2009 წლის სეზონში „დინამომ“ ვერ შეძლო ფლეი-ოფში გასვლა, რადგან ორი მატჩის ჯამში დამარცხდა ანგარიშით 2–3 ზალცბურგის „რედ ბულთან“. გუნდი გავიდა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე 2004–05, 2007–08 და 2008–09 წლების სეზონებზე, მაგრამ ფლეი-ოფში გასვლა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოახერხეს. უეფა-ს თასი შეიცვალა უეფა-ს ევროპის ლიგით, სადაც უეფა-ს თასისგან განსხვავებით ტურნირის ფორმატი რამდენადმე შეიცვალა. „დინამომ“ მოახერა უეფა-ს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ევროპის ლიგის პირველ გათამაშებაზე, მას შემდეგ, რაც მათ ორი მატჩის ჯამში შოტლანდიურ „ჰართ ოფ მიდლოტიანთან“, ანგარიშით 4–2 გაიმარჯვეს. შიდა შეჯიბრებებში, კლუბმა ხუთი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა ჩემპიონატში და ექვსჯერ მოიგო ხორვატიის თასი. აგრეთვე ოთხჯერ დაეუფლა ქვეყნის სუპერთასს. კლუბმა აგრეთვე მრავალი მაღალი კლასის ფეხბურთელი აღზარდა, რომელთა უმრავლესობაც წარმატებით წარმოადგენდა ხორვატიას საერთაშორისო დონეზე 2000-იან წლებში. მათ შორის ყველაზე ცნობილია ლუკა მოდრიჩი, ედუარდო, ვერდან ჩორლუკა, ნიკო კრანჩარი და ტომისლავ ბუტინა.

სახელწოდება

რედაქტირება
  • „გრადჟიანსკი“ (Prvi hrvatski građanski športski klub) 1911–1945
  • „დინამო“ (Dinamo) 1945–1991, 2000-დან
  • „ჰაშკ გრადჟიანსკი“ (HAŠK Građanski) 1991–1993
  • „ხორვატია“ (Croatia) 1993–2000

მიღწევები

რედაქტირება

ეროვნული

რედაქტირება
იუგოსლავიის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი (9): 1923, 1926, 1928, 1936–37, 1939–40, 1947–48, 1953–54, 1957–58, 1981–82
  • ვიცე-ჩემპიონი (11): 1946–47, 1951, 1959–60, 1962–63, 1965–66, 1966–67, 1968–69, 1976–77, 1978–79, 1989–90, 1990–91
  • ბრინჯაოს პრიზიორი (7): 1954–55, 1961–62, 1963–64, 1967–68, 1970–71, 1975–76, 1982–83
იუგოსლავიის თასი
  • თასის მფლობელი (8): 1938, 1951, 1959–60, 1962–63, 1964–65, 1968–69, 1979–80, 1982–83
  • ფინალისტი (8): 1950, 1963–64, 1965–66, 1971–72, 1975–76, 1981–82, 1984–85, 1985–86
ხორვატიის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი (24, რეკორდი): 1992–93, 1995–96, 1996–97, 1997–98, 1998–99, 1999–00, 2002–03, 2005–06, 2006–07, 2007–08, 2008–09, 2009–10, 2010–11, 2011–12, 2012–13, 2013–14, 2014–15, 2015–16, 2017–18, 2018–19, 2019–20, 2020–21, 2021–22 , 2022–23
  • ვიცე-ჩემპიონი (4): 1994–95, 2000–01, 2003–04, 2016–17
  • ბრინჯაოს პრიზიორი (2): 1993–94, 2001–02
ხორვატიის თასი
  • თასის მფლობელი (16, რეკორდი): 1993–94, 1995–96, 1996–97, 1997–98, 2000–01, 2001–02, 2003–04, 2006–07, 2007–08, 2008–09, 2010–11, 2011–12, 2014–15, 2015–16, 2017–18, 2020–21
  • ფინალისტი (6): 1992, 1992–93, 1994–95, 1999–00, 2013–14, 2016–17
ხორვატიის სუპერთასი
  • თასის მფლობელი (8, რეკორდი): 2002, 2003, 2006, 2010, 2013, 2019, 2022, 2023
  • ფინალისტი (4): 1993, 1994, 2004, 2014

საერთაშორისო

რედაქტირება
ბაზრობათა თასი
  • თასის მფლობელი (1): 1966–67
  • ფინალისტი (1): 1962–63
ბალკანეთის თასი
  • თასის მფლობელი (1): 1976–77

რეიტინგი

რედაქტირება

უეფა-ს საკლუბო რეიტინგი

რედაქტირება

განახლებულია 2023 წლის 18 სექტემბერს

გუნდი ქულა
36   ბრიუგე 43.000
37   სპორტინგი 42.500
38   პსვ 41.000
39   დინამო ზაგრები 41.000
40   კოპენჰაგენი 40.500
41   ლაციო 40.000
42   ცრვენა ზვეზდა 39.000

დინამო ევროთასებზე

რედაქტირება
სეზონი ტურნირი რაუნდი მოწინააღმდეგე სახლში სტუმრად საერთო ანგარიში
2000-01 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა სრ3   მილანი 0-3 1-3 1-6
უეფა-ს თასი რ1   სლოვანი 1-1 3-0 4-1
რ1   პარმა 1-0 0-2 1-2
2001-02 უეფა-ს თასი სრ   ფლორა 1-0 1-0 2-0
რ1   მაკაბი 2-2 1-1 3-3 ()
2002-03 უეფა-ს თასი რ1   ზალაეგერსეგი 6-0 3-1 9-1
რ2   ფულემი 0-3 1-2 1-5
2003-04 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა სრ2   მარიბორი 2-1 1-1 3-2
სრ3   დინამო კიევი 0-2 1-3 1-5
უეფა-ს თასი რ1   მტკ 3-1 0-0 3-1
რ2   დნეპრი 0-2 1-1 1-3
2004-05 უეფა-ს თასი სრ2   პრიმორიე 4-0 0-2 4-2
რ1   ელფსბორგი 2-0 0-0 2-0
ჯგ. ეტ.   ბევერენი 6-1 - -
ჯგ. ეტ.   ბენფიკა - 0-2 -
ჯგ. ეტ.   ჰერენვენი 2-2 - -
ჯგ. ეტ.   შტუტგარტი - 1-2 -
2006-07 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა სრ2   ეკრანასი 5-2 4-1 9-3
სრ3   არსენალი 0-3 1-2 1-5
უეფა-ს თასი რ1   ოსერი 1-2 1-3 2-5
2007-08 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა სრ1   ხაზარ-ლენკორანი 3-1 1-1 4-2
სრ2   დომჟალე 3-1 2-1 5-2
სრ3   ვერდერი 2-3 1-2 3-5
უეფა-ს ევროპა ლიგა რ1   აიაქსი 0-1 3-2 3-3 ()
ჯგ. ეტ.   ბაზელი 0-0 - -
ჯგ. ეტ.   ბრანი - 1-2 -
ჯგ. ეტ.   ჰამბურგი 0-2 - -
ჯგ. ეტ.   რენი - 1-1 -
2008-09 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა სრ1 ლინფილდი 1-1 2-0 3-1
სრ2   დომჟალე 3-2 3-0 6-2
სრ3   შახტარი 1-3 0-2 1-5
უეფა-ს ევროპა ლიგა რ1   სპარტა 0-0 3-3 3-3
ჯგ. ეტ.   ნეკ 3-2 - -
ჯგ. ეტ.   ტოტენჰემ ჰოტსპური - 0-4 -
ჯგ. ეტ.   სპარტაკი 0-1 - -
ჯგ. ეტ.   უდინეზე - 1-2 -
2009-10 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა სრ2   პიუნიკი 3-0 0-0 3-0
სრ3   რედ ბული 1-2 1-1 2-3
უეფა-ს ევროპა ლიგა პლეი-ოფი   ჰართ ოფ მიდლოტიანი 4-0 0-2 4-2
ჯგ. ეტ.   ანდერლეხტი 0-2 1-0 -
ჯგ. ეტ.   ტიმიშოარა 1-2 3-0 -
ჯგ. ეტ.   აიაქსი 0-2 1-2 -
2010-11 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა სრ2   კოპერი 5-1 0-3 5-4
სრ3   შერიფი 1-1 1-1 5-6 (პ)
უეფა-ს ევროპა ლიგა პლეი-ოფი   დიორ 2-0 2-1 4-1
ჯგ. ეტ.   ვილიარეალი 2-0 0-3 -
ჯგ. ეტ.   პაოკი 0-1 0-1 -
ჯგ. ეტ.   ბრიუგე 0-0 2-0 -

სრ(1,2,3) = საკვალიფიკაციო რაუნდი (1,2,3); რ (1,2) = რაუნდი (1,2);

რეკორდები

რედაქტირება

ქვემოთ მოცემულია მოთამაშეების საუკეთესო ათეული ზაგრების „დინამოში“ გამართული მატჩებისა და გოლების რაოდენობის მიხედვით, 2023 წლის 15 მარტის მდგომარეობით.

ეკიპირება

რედაქტირება
პერიოდი სპონსორი
1970–1980 Adidas
1980–1993 Puma
1993–1994 Umbro
1994–1998 Lotto
1998–2000 Umbro
2000–2001 Adidas
2001–2007 Umbro
2007–2011 Diadora
2011–2017 Puma
2017– Adidas

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სოციალური ქსელები
Facebook · Instagram · Twitter
თემატური საიტები
FootballFacts.ru · Soccerbase · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · worldfootball.net · UEFA