ბრემენი
ბრემენი (ოფ. სახ. თავისუფალი ჰანზის ქალაქი ბრემენი; გერმ. Stadtgemeinde Bremen) — გერმანიის ყველაზე პატარა ფედერალური მიწის დედაქალაქი. VIII საუკუნის დასასრულს მეფე კარლოს დიდმა დააარსა ქალაქი როგორც ეპისკოპოსის რეზიდენცია. XIII საუკუნეში ბრემენი შეუერთდა ჰანზას კავშირს და მიიღო თავისუფალი საიმპერო ქალაქის სტატუსი. ყველა ადამიანი, რომელიც მასში 1 წელი და 1 დღე იხოვრებდა, ჩაითვლებოდა თავისუფალ მოქლაქედ. ბრემენი ექვემდებარებოდა მხოლოდ წმინდა რომის იმპერიის იმპერატორს. XVII საუკუნეში ბრემენი შეუერთდა შვედეთს, XVIII საუკუნეში იგი დაიპყრო ჰანოვერმა, 1810 წელს დაიპყრო საფრანგეთმა, ხოლო ნაპოლეონ ბონაპარტის ჯარებისგან ქალაქს ათავსუფლებდა რუსეთის ჯარი გერმანელი გენერალის ბარონ ფრიდრიჰ კარლ ფონ კეტენბორნის სარდლობით. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქს ნაცისტებისგან წმენდნენ ამერიკის სამხედრო დანაყოფები. 1955 წლამდე ბრემენის სანომრო ნიშნებზე იყვნენ ასოები HB (ნაზას ქალაქი ბრემენი). ქალაქს გააჩნია საკუთარი სენატი, სენატის პრეზიდენტი, მინისტრები და ბურგერშაფტი (პარლამენტი). ბრემენის ერთ ერთი ძირითადი ღირსშესანიშნაობა - წმინდა პეტრეს ტაძარი დაჰყურებს ბრემენის მთავარ მოედანს თერთმეტი საუკუნე, ქვის ტაძრის აშენება დაიწყო 1042, თუმცა მანამდე უკვე არსებობდა ხის მცირე ზომის ეკლესია. ბრემენის ცენტრალურ ქუჩაზე 600 წელზე მეტია დგას ბრემენის თავისუფლების სიმბოლო - რაინდ როლანდის ქანდაკება. როლანდი იყო კარლოს დიდის ერთ-ერთი ლეგენდარული რაინდი, უამრავი სხვადასხვა თქმულების თუ ზღაპრის გმირი. ბრემენში დგას მისი ათმეტრიანი ქანდაკება. ბრემენის მცხოვრებთათვის როლანდი არის საყვარელი გმირი, იგი ებრძოდა ეპისკოპოსს და გახდა ქალაქის თავისუფლების სიმბოლო. როლანდის ქანდაკების ფარზე გამოსახულია წმინდა რომის იმპერიის გერბი - ორთავა არწივი, ცისფერი ანგელოზი მის ქამარზე არის მისი თავადობის აღნიშნვა. როლანდის ფეხებს შორის მანძილი უდრიდა 1 ბრემენულ ელს. ბრემენის მერიის შენობაზე, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნეში აშენდა, თავიდან იყო თორმეტი მოციქულის ქანდაკება, შემდგომში ქანდაკებებზე წარწერები გადააკეთეს და მოციქულთა სახელების ნაცვლად დააწერეს საბერძნეთისა ორატორთა და ფილოსოფოსთა სახელები.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბრემენი Bremen | |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
მხარე | ბრემენი | ||||
შიდა დაყოფა | Bremen-Mitte, Bremen-Ost, Bremen-Süd, Bremen-West და Bremen-Nord | ||||
კოორდინატები | 53°04′33″ ჩ. გ. 8°48′27″ ა. გ. / 53.07583° ჩ. გ. 8.80750° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | Andreas Bovenschulte[1] | ||||
ფართობი | 326.73 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 12 მ | ||||
მოსახლეობა | 548,477 კაცი (2006) | ||||
სიმჭიდროვე | 1,679 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 1,511,198 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო ��ოდი | 0421 | ||||
საფოსტო ინდექსი | 28001–28779 | ||||
საავტომობილო კოდი | HB | ||||
ოფიციალური საიტი | bremen.de | ||||
ავტომობ. კოდი | HB | ||||
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბრემენი ტელეგადაცემა ”იხ ნრავი”-ზე დაარქივებული 2009-03-05 საიტზე Wayback Machine.