ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ნალა სე იყო მდედრობითი სქესის კამინოანი ექიმი და მეცნიერი, რომელიც გალაქტიკურ რესპუბლიკას ემსახურებოდა კლონების ომების პერიოდში. მედიცინის უფროსი მეცნიერის რანგში, მშობლიურ პლანეტა კამინოზე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რესპუბლიკის დიადი ჯარიშექმნაში, ხოლო გალაქტიკური კონფლიქტის დროს მონაწილეობდა დაჭრილი კლონი სამხედროების რეაბილიტაციაში. მართალია, კლონებზე ზრუნავდა სეპარატისტული ძალების მუქარის შემდეგაც, თავადაც საკმაოდ მკაცრი ხასიათი აღმოაჩნდა. მაგალითად, შააკ ტის მან განუცხადა, რომ კლონი სამხედროები კამინოს საკუთრებას წარმოადგენდნენ და, ამრიგად, ერთჯერადი გამოყენების ობიექტებს.

ნალა იყო ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი, რომელმაც იცოდა კლონების პროტოკოლ 66-ის შესახებ. დარწმუნებული იყო რა, რომ იგი მხოლოდ განდგომილი ჯედაებისგან თავდაცვის მიზნით შეიქმნა, სეს გალაქტიკური მასშტაბის ომის მსვლელობისას მის შესახებ არავისთვის არაფერი უთქვამს. სე აგრეთვე თვალყურს ადევნებდა ომეგას, არამოდიფიცირებულ კლონ გოგონას. როდესაც ომეგამ კლონების რაზმ 99-თან ერთად გაქცევა სცადა, მათ დახმარება ნალა სემ გაუწია, რომელიც კლონის შემდგომში დაჭერის რამე მცდელობაში ას��ვე ერეოდა. მოგვიანებით მის თვალწინ გაანადგურეს ქალაქი ტიპოკა, თავად სე კი იმპერიელებმა გადაიყვანეს პლანეტა უეილენდზე, ტანტისის ბაზაზე. საბოლოოდ, იგი ომეგამ და ექომ იპოვეს ბაზაზე კლონების რაზმ 99-ის შეღწევისას. ნალა სე აპირებდა ჰემლოკის მოძებნას, ვინაიდან მის გამო ომეგას სიცოცხლე საფრთხეში იყო. სანამ იგი სასიკვდილოდ დაჭრა ყოფილმა ვიცეადმირალმა ედმონ რემპარტმა, სემ მოასწრო ყუმბარის ამოქმედება, რამაც ბაზაზე მის მიერ ჩატარებული კვლევები სრულად გაანადგურა.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

სხვა ენებზე
Advertisement