შინაარსზე გადასვლა

ფრანგული ანდაზები

ვიკიციტატიდან
  • აკრძალული ხილი ყველაზე გემრიელია.
  • ბებერ ძაღლს ახალ ფანდებს ვეღარ ასწავლი.


  • გამარჯვებულ გუნდს წევრები არ ტოვებენ.
  • გამოუჩეკავ წიწილებს ნუ დაითვლი.
  • დამდუღრულ კატას ცივი წყლისაც კი ეშინია.
  • დიდი მუხა პატარა რკოდან იზრდება.
  • ვაჟკაცებს ბედი სწყალობთ.
  • ვინც ყველაზე მეტი იცის, ყველაზე ნაკლებს ლაპარაკობს.
  • თბილი შობა ცივ აღდგომას მოასწავებს.
  • თუ ომლეტის ჭამა გინდა, მაშინ კვერცხების გატეხვაც მოგიწევს.
  • თუ გინდა, საქმე კარგად გაკეთდეს, მაშინ შენითვე გააკეთე.
  • თუკი დოზას გადააჭარბებ, ყველაფერი საწამლავია.
  • კაცები სიყვარულს უხსნიან მანამ, სანამ განიცდიან ამ გრძნობას, ქალები კი — მას შემდეგ, რაც განიცადეს.
  • კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს.
  • ლეოპარდი ვერ მოიცილებს თავის ლაქებს.
  • მათხოვრები არ ირჩევენ.
  • მდიდარია ის კაცი, ვინც ვალებს იხდის.
  • მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!
  • მეწაღის შვილები ფეხშიშველა დადიან.
  • მყეფარა ძაღლი არასდროს იკბინება.
  • ნუ გააღვიძებ მძინარე ძაღლს.
  • პოლის ვალის გასასტუმრებლად პიტერს ნუ გაძარცვავ.
  • პუნქტუალობა ზრდილობის მეფეა.
  • სანამ უთო ცხელია, მანამ უნდა გააუთო��.
  • სიყვარული ბრმაა.
  • სიცილი საუკეთესო წამალია.
  • ფული ხეებზე არ იზრდება.
  • ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი.
  • ქალი იცინის, როცა ეცინება და ტირის, როცა სურს.
  • ქურდს შესაძლებლობა ქმნის.
  • ღამით ყველა კატა ნაცრისფერია.
  • ყველა კვერცხს ერთ კალათში ნუ ჩააწყობ.
  • ყველა ჯეკს თავისი ჯილი ჰყავს.


  • შენს ჭუჭყიან თეთრეულს სახალხოდ ნუ გამოფენ.
  • შეჭამე თევზი, სანამ ახალია და გაათხოვე შენი ქალიშვილი, სანამ ახალგაზრდაა.
  • შიმშილი საუკეთესო სანელებელია.
  • შურისძიება ის კერძია, რომელიც ცივად უნდა მიირთვა.


  • ცნობისმოყვარეობამ კატა მოკლაო.
  • ძაღლი ძაღლს არ ჭამს.


  • წიგნს მარტო ყდით ვერ განსჯი.